16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პროფესიულად აქტიური ვერძებისთვის პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანია, ამიტომ რომანტიკული ურთიერთობებისთვის არც დრო რჩებათ და არც სურვილი. გირჩევთ, რაღაცები შეცვალოთ, თორემ ემოციური შიმშილი გელით.

კურო
სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მხრივ რისკის ჯგუფში იმყოფებით. ყველაზე ცუდია, რომ არც ექიმის შეცდომისგან ხართ დაზღვეული. შესაძლოა, ეს მცდარი დიაგნოზი ან გულგრილობა იყოს. გირჩევთ, ნებისმიერ საგანგაშო სიმპტომზე მყისიერი რეაგირება მოახდინოთ და არავითარ შემთხვევაში არ ანდოთ საკუთარი ჯანმრთელობა არაკვალიფიციურ ექიმებს.

ტყუპები
ეს დღე ეჭვებს და უნდობლობას განასახიერებს. სინამდვილეში „არას“ თქმა გსურთ, მაგრამ არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ. საკუთარ არაპრინციპულობაზე ისე ბრაზობთ, რომ თავს ათასგვარი ჩარჩოებითა და შეზღუდვებით ისჯით – არავითარი პირადი ცხოვრება, მხოლოდ ოჯახი. არ ღირს ამის გაკეთება!

კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ რჩევის მისაღებად ვინმესთვის გულის გადაშლის და ყველაზე ინტიმურ თემებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ. გითვალისწინეთ, რომ ამჟამად საკუთარი თავისთვის საუკეთესო მრჩეველი თავად ხართ. ვერავინ გაგარკვევთ საკუთარ თავსა და დახლართულ სასიყვარულო ურთიერთობებში საკუთარ თავზე უკეთ.

ლომი
ამ დღეს პლანეტები ხელოვანი ადამიანების სასიკეთოდ არიან განლაგებული. შესაძლოა, პროფესიონალი მომღერალი, მსახიობი და მხატვარი არ ხართ, მაგრამ სახელოვნებო საქმიანობა თქვენი მდიდარი პოტენციალის გამოავლენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, იპოვოთ კომპრომისი სამსახურსა და ოჯახს შორის. კარიერული წარმატებების დევნაში ახლობლების კეთილგანწყობას ნუ დაკარგავთ.

ქალწული
დაავადებას, რომელიც ამ დღეს შეგაწუხებთ, გაურკვეველი სიმპტომები ახსიათებს, მაგრამ ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას კარგად ექვემდებარება. დაგვიანებულმა და არასწორმა მკურნალობამ შეიძლება დაავადება გაართულოს და ქრონიკულ ფორმაში გადაიყვანოს, ამიტომ გამოცდილ სპეციალისტს მიმართეთ და მის მიერ შერჩეულ მკურნალობის კურსს არ გადაუხვიოთ.

სასწორი
სასიყვარულო ურთიერთობებში ეს დღე გრძნობების სიმძაფრეს და ფიზიკური სიახლოვის სურვილს შეიტანს და ქალები ძლიერი მამაკაცის ნებას დაემორჩილებიან. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ დღის ტენდენციას, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიცაა და ნუ ეცდებით, რამე შეცვალოთ.

მორიელი
შესანიშავი დროა საკუთარი თვისებების გამოსავლენად. უამრავი კარგი იდეა გეწვევათ და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ უამრავი შანსი, რომელიც წელს მოგეცემათ.

მშვილდოსანი
ამ დღეს არსებობს ალერგიული რეაქციებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების რისკი. ამიტომ ერიდეთ ცხარე, ცხიმიან და ტკბილ საკვებს. ეს დაგეხმარებათ უსიამოვნებების თავიდან აცილებაში.

თხის რქა
საკუთარ ცხოვრებაზე ხანგრძლივი დაკვირვებით სულიერ განახლებამდე მიხვედით. თქვენი პირველი ნაბიჯია თანაგრძნობა და სხვების დახმარების სურვილი.

მერწყული
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს მერწყულებმა ყოფით საკითხებში გასაოცარი პრაქტიკულობა გამოავლინონ. საჩუქრების არჩევისას უპირატესობას სასარგებლო, კონკრეტული დანიშნულების მქონე ნივთებს მიანიჭებენ. თქვენი საქციელი ადამიანებს დაეხმარება, ყოველდღიურობა უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული გახადონ.

თევზები
ზოგიერთი თევზის უხასიათობა შეიძლება აგრესიაში გადაიზარდოს. ამიტომ აუცილებელია ნეგატიური ენერგეტიკისგან გათავისუფლება და პოზიტივით ჩანაცვლება. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სილამაზის სალონს ან სამხატვრო გამოფენას ეწვევით. არც კონცერტზე დასწრება იქნება ურიგო. ქალი თევზებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება საჩუქრები – მათ შორის, საიუველირო ნაკეთობები და ყვავილები.

კომენტარები

სხვა სიახლეები