16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

410
SHARE

ვერძი – ბოლო დროს მომავალზე იყავით კონცენტრირებული. ახლა უნდა დაბრუნდეთ რეალობაში და ახლანდელი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც დღესაც შეგიძლიათ გააკეთოთ.

კურო – სოციალურ ცხოვრებაში ბევრმა გაუგებრობამ მოიყარა თავი. შეიძლება ამის გამოც იკავებდით თავს კონკრეტულ ადამიანთან დაახლოებას. დღეს შანსი მოგეცემათ სწორედ იმ ადამიანთან განიხილოთ თქვენი ვარაუდები.

ტყუპი – მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების შეწუხება. ქარიზმული ხართ და საშემოდგომო უხასიათობასაც დაამარცხებთ.

კირჩხიბი – ნუ ჩაიციკლებით ფინანსებზე, ფულის ხარჯვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ითამაშეთ ან საუბარში გაატარეთ დრო. ამას დიდი ხარჯი არ სჭირდება.

ლომი – დილა მშვიდი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება.

ქალწული – საინტერესო და მრავალმხრივ განათლებულ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა. ეცადეთ, თავადაც წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ კომპლექსებისა და სისუსტეებისგანაც გათავისუფლდებით.

სასწორი – კრეატიული ხართ და სასიამოვნო პროექტებსაც დაისახავთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც სურვილი გაქვთ და არც დრო.

მორიელი – ბოლოს როდის დაისვენეთ და დღე საკუთარ თავს დაუთმეთ? გადადეთ ყველა საქმე და ქალაქგარეთ გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით.

მშვილდოსანი – დღევანდელი დღე გამოიყენეთ საქმეების, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ, ვინმეს მართლა დაუახლოვდეთ, იყავით გულწრფელი და არ მოატყუოთ.

თხის რქა
 – გრანდიოზული ცვლილებების დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ახალი რომანის დასაწყისი უკვე საინტერესოა.

მერწყული – დღეს ისეთი აქტიური არ ხართ, როგორც ყოველთვის, მაგრამ გარშემო მყოფებს მაინც ექნებათ თქვენთან დროის გატარების სურვილი. შეიძლება პირად ცხოვრებაში ახალმა ნიუანსებმა იჩინოს თავი.

თევზები – იმედებსა და მოლოდინებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ნუ დაამყარებთ. დაფიქრდით, შეძლებს კი ის კომფორტი შეგიქმნათ, რასაც ელოდებით?.. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

FB კომენტარები

კომენტარი