16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

214
SHARE

ვერძი
დღე ახალ ინტერესს, გასართობს დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. არ გირჩევთ ახალი პროექტების დაწყებას.

კურო
დააკვირდით პარტნიორის, მეგობრის ქცევას, მაგრამ მოერიდეთ დასკვნების გამოტანას, ურთიერთობის გარკვევას. საღამოს ოჯახის წევრებს ვახშამი მოუმზადეთ.

ტყუპი
კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი სპეციალობის, ინფორმაციის ასათვისებლად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი
მოაგვარეთ დასაზღვევო, სამემკვიდრეო საკითხი. საღამო მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. საქმეები დღის პირველ ნახევარში მოათავეთ, რათა საღამო მასთან ერთად გაატაროთ.

ქალწული
კარგი დღეა დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად. საღამოს შეეხმიანეთ მშობლებს, მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი.

სასწორი
მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. თავადაც განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. აიმაღლეთ ინტელექტის დონე.

მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, ელექტრონივთებთან მუშაობისას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
ხანმოკლე მგზავრობა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

თხის რქა

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ფულის საქმეში დაბანდებას. ნუ აიღებთ ვალებს, სესხს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
მოერიდეთ მკვეთრ ილეთებს, თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან დაპირისპირებას. მეტად დაისვენეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.

თევზები
მხოლოდ გამოცდილ მეგობრებს, ახლობლებს უნდა ენდოთ. ნუ გაამხელთ თქვენს საიდუმლოებებს, სამომავლო გეგმებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

FB კომენტარები

კომენტარი