16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

133
SHARE

ვერძი
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, უმჯობესია შინ დარჩეთ. ნუ იქნებით გარშემო მყოფების იმედზე, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

კურო
თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ და მოერიდოთ თვითმკურნალობას, აგრეთვე ხალხური მედიცინის გამოყენებას.

ტყუპი
გაფრთხილდით, საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ ან ავანტიურაში არ გაგხვიოთ, ან ფულის ფლანგვამ არ მოიწიოთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, განსაკუთრებით ფულზე. ნუ აიღებთ ვალებს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთანაც, ნუ გამოსცდით იღბალს.

ლომი
კარგი დღეა ინტელექტის ასამაღლებლად, ლექციის ან ექსკურსიამძღოლის სიტყვის მოსამზადებლად. ურთიერთობაში იყავით ლაღი, თავისუფალი.

ქალწული
დღეს წვეულების სული და გული გახდებით. ადვილად მოახერხებთ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევას.

სასწორი
ნუ მოექცევით გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ. უმჯობესია, დამწყები მძღოლები დღეს ფეხით გადაადგილდნენ. კატეგორიულად გეკრძალებათ მკითხაობა, ჰიპნოზი.

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. უმჯობესია, ბუნებაში გაისეირნოთ. აგრეთვე კარგი დღეა ჰობისთვის. მეუღლის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას.

მშვილდოსანი
მერი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა
მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. თუმცა, უმჯობესია, თქვენი სასიყვარულო თავგადასავლები გარშემო მყოფებისთვის საიდუმლოდ დატოვოთ. განსაკუთრებით, თუ ამ კავშირს მოწინააღმდეგეები ჰყავს.

მერწყული
მეტად დაისვენთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას. გაუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ მარილიანი საკვები, ალკოჰოლი.

თევზები
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ცურვა, გამოსაჯანმრთელებელი ფიზიკური ვარჯიშები.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი