16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

59
SHARE

ვერძი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. ჩაიტარეთ გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

კურო
სამსახურის საქმეებს რომ მორჩებით, დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახეთ. ტანისა და სახის მოსავლელად ნატურალურ ინგრედიენტებს მიანიჭეთ უპირატესობა. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
დაიწყეთ ახალი საქმეები, იდეების განხორციელება. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. საღამოს ზოგიერთს სიურპრიზები და საჩუქრები ელის.

კირჩხიბი
არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. ეცადეთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც თავად არ დაგაზარალებთ. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

ლომი
სასურველს უშრომველად და შეცდომების დაშვების გარეშე ვერ მიაღწევთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს დაისვენეთ, კარგია ცურვა, მასაჟი.

ქალწული
ნუ გაღიზიანდებით გარშემო მყოფების საქციელზე. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. გამორთეთ ტელეფონი და დაივიწყეთ საქმეები.

სასწორი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. არ ჩაერიოთ გარშემო მყოფების საქმეებში. საღამოს სილამაზის ან სპა-სალონში შეიარეთ, რამდენიმე საათი გამაჯანსაღებელ-გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს დაუთმეთ.

მორიელი
მთელ დროსა და ენერგიას სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებების შესრულებას ნუ დაუთმობთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვისაც. განაახლეთ გარდერობი.

მშვილდოსანი
საინტერესო მოლენებით დატვირთული დღე გელით. გადახედეთ პირად ნივთებს და რასაც არ იყენებთ, მეგობრებს დაურიგეთ. საღამოს განტვირთვისთვის ალკოჰოლს ნუ მიეძალებით.

თხის რქა
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას. ერთი დღით დაივიწყეთ ვალდებულებები და დღევანდელი დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. ჩაიტარეთ კოსმეტიკური, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები.

მერწყული
არავის არაფერს დაპირდეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მიიღეთ არომატული აბაზანა, კარგია მასაჟი.

თევზები
არ გაგიჭირებათ გარშემო მყოფების სურვილების ამოცნობა და მათ განხორციელებაში დაეხმარეთ. საღამო საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანზე ზრუნვას მოანდომეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი