16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

74
SHARE

ვერძი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, გარდერობის გასაახლებლად. თქვენს ცხოვრებაში ნათელი პერიოდი იწყება. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

კურო
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტი ინიციატივისა და სითამამის გამოხატვა გმართებთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დღის განმავლობაში სასიამოვნო წვრილმანები გელით. საჭირო და შემოქმედებით ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს დროის მხიარულად გატარება გელით.

კირჩხიბი
ნუ დაიტვირთავთ თავს საქმეებით. მეტად დაისვენეთ. შეხვდით მეგობრებს, გაიარეთ მაღაზიებში. კარგი დღეა სამოსის შესაძენად. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

ლომი
მხიარულებისა და დასვენების დღეა. დაუთმეთ დრო სასიამოვნო საქმიანობას.

შეხვდით მეგობრებს. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, პირადი ურთიერთობები. განაახლეთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

სასწორი
კომუნიკაბელური ხართ და მეტად გააქტიურეთ ურთიერთობა მეგობრებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.

მორიელი
ცვლილებების დღეა. დადებითი მოვლებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. დღეს მიიღებთ იმას, რასაც დიდხანს ელოდით. კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად და მავნე ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად.

მშვილდოსანი
კარგი დღეა დასვენებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად, პირადი ცხოვრების მოსაწყობად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღის განმავლობაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
კარგი დღეა პასიური დასვენებისთვის, კითხვისა და ფილმების სანახავად. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. გააუმჯობესეთ პირადი და ნათესაური კავშირები.

თევზები
ნაყოფიერი და სასიამოვნო დღე გელით. კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობისთვის. საღამოს მეგობრებსა და ნათესავებს უმასპინძლეთ.

FB კომენტარები

კომენტარი