16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

304
SHARE

ვერძი
სიზარმაცე გეკრძალებათ, მეტად იაქტიურეთ. განსაკუთრებით პირადი და ოჯახური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

კურო
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

ტყუპი
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. განახორციელეთ რომანტიკული სიურპრიზები.

კირჩხიბი
აქტიური და ენერგიული ხართ. ოჯახის წევრები ყველა წვრილმანს თქვენ შეგითანხმებენ. იზრუნებენ, თქვენს კომფორტზე.

ლომი
საინტერესო შეხვედრების დღეა. თუმცა, დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო. საღამოს ნათესავებს, მეგობრებს უმასპინძლეთ.

ქალწული
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამო ასაკოვან ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათგან საჭირო რჩევებს მიიღებთ.

სასწორი
მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

მორიელი
ახალ მეგობრებს გაიჩენთ. საღამოს დაისვენეთ, ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ.

მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე უნდა იყოთ.

თხის რქა
პოზიტიურად ხართ განწყობილი და გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

მერწყული
სასიამოვნო და კეთილი დღე გელით. ნათესავების ვიზიტს ელოდეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ ან შეყვარებულს შეხვდით.

თევზები
ცხოვრების ახლებულად დაწყების, ძველი ჩვევების შეცვლა მოგინდებათ. თუმცა, ნუ აჩქარდებით, მეტად დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

http://astrologi.ambebi.ge

Comments

comments