16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

49
SHARE

ვერძი
დასვენების დღის მიუხედავად სამსახურის საქმეების კეთება მაინც მოგიწევთ. მაქსიმალურად მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

კურო
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. უმნიშვნელო სიმპტომიც არ უნდა გამოგეპაროთ. საკუთარ თავს არაკვალიფიციურ მედიკოსებს ნუ ანდობთ.

ტყუპი
ნუ შებოჭავთ საკუთარ თავს. ნურაფერზე ეტყვით
უარს. აკეთეთ ის, რაც
გსურთ და ნუ იფიქრებთ: “რას იტყვის ხალხი?!”

კირჩხიბი
საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. ამიტომ რჩევისთვის ნურავის მიმართავთ. განსაკუთრებით, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

ლომი
წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ლომებს, განსაკუთრებით მომღერლებსა და მსახიობებს. აგრეთვე კარგი დღეა ჰობისა და სიყვარულისთვის.

ქალწული
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ნუ დაიტვირთავთ თავს ფიზიკური საქმიანობით.

სასწორი
ენდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიცაა და ნუ ეცებით რაიმეს შეცვლას.

მორიელი
იდეების განხორციელების დღეა. თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის.

გაგრძელება http://www.astrologi.ge

Comments

comments