16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

463
SHARE

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავს პოპულარიზიაციას. გამოავლინეთ შემოქმედებითი, ლიტერატურული ნიჭი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან, მოზარდებთან.

კურო
ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას, მგზავრობას შორ მანძილზე.

ტყუპი
დილიდან შეუდექით საქმეების მოგვარებას. დღის პირველი ნახევარი კითხვას, მიმოწერას, ლიტერატურულ საქმიანობას დაუთმეთ. ბავშვების სწავლას თამაშის ფორმა უნდა ჰქონდეს.

კირჩხიბი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, სასურველის მისაღწევად. პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ ბავშვებთან ურთიერთობა. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი.

ლომი
წარმატება გელით სწავლაში, ტექსტებთან მუშაობისას, მიმოსვლისას. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ; ან სპონსორი. კარგი დღეა პიარ და სარეკლამო აქციის მოსაწყობად.

ქალწული
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ისეთი შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თამამად გადადგით ნაბიჯი წარმატებისა და კარიერისკენ.

სასწორი
მეგობრებთან შეხვედრის დღეა. დაესწარით წვეულებას, დაუმეგობრდით ახალგაცნობილებს. შეიძლება ახალი შემკვეთები გამოგიჩნდნენ. ზოგიერთი საიტის, ბლოგის შექმნას გადაწყვეტს. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ.

მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი კავშირების გასაუმჯობესებლად. მეტად გამოავლინეთ მეგობრული თვისებები, იუმორის გრძნობა. დღეს შეიძლება მკაცრი უფროსიც კი დაიმეგობროთ.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე ელით პოლიტიკოსებს, პედაგოგებს, თარჯიმნებს… სპორტული აზარტი მოიმატებს თქვენში. კარგი დღეა სასიყვარულო პარტნიორის ოჯახის წევრების გასაცნობად.

თხის რქა
პოზიტიური აზროვნება და პრობლემების არასტანდარტულად მოგვარება მოგიწევთ. დღეს სასურველ ინფორმაციას მიიღებთ. მეტი ყურადღება გამრთებთ რჩევების მიმართ. შეიძლება იპოვოთ დაკარგული ნივთები.

მერწყული
იყავით მეტად დემოკრატიული და ტოლერანტული. საქმეების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალებთან. ნუ უგულებელყოფთ ოჯახის წევრების აზრს. საღამო შეხვედრებით, სატელეფონო ზარებით იქნება დატვირთული.

თევზები
სამსახურში იყავით მეტად კრეატიული და ორიგინალური. კარგი დღეა სარეკლამო რგოლების, კომპიუტერული პროგრამებისა და ხელნაკეთი სუვენირების შესაქმნელად. ბავშვებს თამაშით ასწავლეთ.

FB კომენტარები

კომენტარი