ინდოეთის ერთ-ერთ შტატ უტარ პრადეშში, არასრულწლოვან გოგონას ხელი მოაჭრეს, რადგან ის 19 წლის ბიჭს ვიდონ ჩურაზიას პაემანზე არ გაჰყვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა თავის უფროს ძმასთან ერთად საყიდლებზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “Daily Mail” ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ვიდონ ჩურაზიამ უარის მიღების შემდეგ გოგოს ძმის თვალწინ ხელის მტევანი მოაჭრა.
არასრულწლოვანი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
Prev Post
სხვა სიახლეები