15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს აქტიური პროფესიული საქმიანობა გელით. სავარაუდოდ, სხვადასხვა ფინანსურ ორგანიაციებსა და ბანკებში ვიზიტიც მოგიწევთ. სწრაფ შედეგს ნუ ელით. სავარაუდოდ, თქვენთვის მოცემული პირობა მხოლოდ პირობად დარჩება.

კურო

ეს დღე სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება – მძიმე და შრომატევადი სამუშაო გელით და შესაძლოა, თავი შეუძლოდაც კი იგრძნოთ. მიიღეთ ზომები, რომ ავად არ გახდეთ. ახლა საუკეთესო წამალი საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ურთიერთობაა. ეს რჩევები გაითვალისწინეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ტყუპები

ფულის შოვნის საშუალება მოგეცემათ. პარტნიორის მოძებნასაც ადვილად შეძლებთ და ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგებით. დიდი ფულის შოვნისთვის მზად ხართ, წესებიც კი დაარღვიოთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სიმართლე არ დაიმალება და უსიამოვნებებს ვერ აცდებით.

კირჩხიბი

მთელი ყურადღება სამუშაოსკენ გაქვთ მიპყრობილი. შესაძლოა, კონკურენტებმა ბევრი პრობლემა შეგიქმნან, მაგრამ ეცადეთ, ყველა გამოცდას ღირსეულად გაუძლოთ. ზოგიერთი კოლეგა თქვენით მანიპულირებას და ინტრიგებში ჩართვას ეცდება. პროვოკაციებს არ აჰყვეთ. იოლი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ.

ლომი

შესაძლოა სიჩქარესა და ფორიაქში ხელიდან გაუშვათ კარიერული წინსვლის შანსი. დებატებში მონაწილეობა განწყობას გაგიფუჭებთ. გზაში ყოფნის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, შესაძლოა, მოგზაურობა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა გაგირთულოთ. თავი შეიკავეთ კონკურსებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობისგან.

ქალწული

ამ დღეს გამოცდა გელით. ისეთ ცნებაზე, როგორიცაა „ნორმალური“ საკუთარი წარმოდგენა გაქვთ, რომელიც შესაძლოა, უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგებოდეს. ეცადეთ, სიტუაცია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და რბილად დაიცავით საკუთარი პოზიცია.

სასწორი

ეს დღე სავსეა უჩვეულო სიტუაციებით, რომლებიც არასტანდარტულ გადაწყვეტას მოითხოვს. შესაძლოა, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით ოჯახში უთანხმოება გქონდეთ. იძულებული იქნებით, გარკვეულ შეზღუდვებს დაემორჩილოთ. ფინანსურ საკითხებში კომპრომისის მოძებნა მოგიწევთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ადამიანების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და შეძლებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების განახლებას და ძველი ჭრილობების შეხორცებას.

მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი პარტნიორები და მფარველები გამოჩნდებიან. ამასთან ნათესავებისა და მეგობრების მხარდაჭერასაც იგრძნობთ. ყველაფერზე სერიოზულად ისაუბრეთ და თავი აარიდეთ ორაზროვან საუბრებს. თავს ნუ იმართლებთ და უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიოთ.

თხის რქა

ყოველმხრივი წარმატება გელით. შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ, საკუთარი მიზნები და შეხედულებებიც კი. საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით პრობლემის ორიგინალურ გადაწყვეტას მონახავთ. ერთი სიტყვით, ყოველთვის საკუთარი გზით უნდა იაროთ.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, უამრავი შესაძლებლობა გამოავლინოთ. შესაბამისად, ცხოვრების ყველა სფეროში წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა გელით. წარმატებისკენ გზა თქვენს შინაგან ნებისყოფაზე, მიზანსწრაფულობასა და ოჯახზე გადის.

თევზები

დღის პირველ ნახევარი შესაფერისია ფულის დაბანდების, გრძელვადიანი შეთანხმებების დადებისა და სასამართლო პროცესების წარმოებისთვის. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ნუ დარჩებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება ითხოვეთ. გამოცდილი ადამიანების რჩევა ძალიან წაგადგებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები