15 რამ, რაც ყველა ქალმა სექტემბრიდან უნდა გააკეთოს – წარმატების გასაღები თქვენს ხელშია

1. დაიწყეთ უცხო ენის სწავლა. ყოველდღიურად ნახევარი საათი დაუთმეთ მას. ისწავლეთ რამდენიმე ახალი სიტყვა და გამოთქმა;
2. ყოველ მეორე დღეს ოთახი გაათავისუფლეთ უსარგებლო ნივთებისგან;
3. დაივიწყეთ კომპიუტერული თამაშები, ისინი სამყაროს აღქმას უკარგავენ ადამიანებს და დროსაც აკარგვინებენ;
4. აიკრძალეთ ფასტფუდი და სხვა მავნე საკვები. დაიწყეთ ჯანსაღი საკვების მიღება.
5. დილა ვარჯიშით დაიწყეთ.
6. მიაჩვიეთ თქვენი ორგანიზმი, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
7. გახსოვდეთ, 8 საათზე ნაკლები არ უნდა გეძინოთ.
8. დააგროვეთ ფული. თუნდაც თეთრების შეგროვებით დაიწყეთ. დაისახეთ მიზანი, რისთვისაც ფულს აგროვებთ (მაგალითად, მოგზაურობისთვის, მანქანის შესაძენად და ა.შ.).
9. იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე და იგი აუცილებლად აგისრულდებათ.
10. დაიწყეთ წიგნების კითხვა.
11. საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა (უგაზო, ოთახის ტემპერატურის) წყალი. ეცადეთ, დღეში ორი ლიტრი წყალი სვათ.
12. ხშირად გაიღიმეთ.
13. მოაწყვეთ სადემონსტრაციო დაფა, გამოფინეთ მასზე ყველა იმ მომენტის ამსახველი ფოტო, რისი მიღწევაც გსურთ (მაგალითად: მანქანა, სახლი, შეყვარებული წყვილი, ფული, შვილები და ა.შ.).
14. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაიწყეთ მათი განხორციელება. რაც უფრო შემცირდება სია, მით მეტად დარწმუნდებით საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.
15. ყოველდღიურად ერთი პატარა, კეთილი საქმე მაინც გააკეთეთ.

წყარო: pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები