15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაანალიზეთ თითოეული ნაბიჯი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რაც მომავალში მგზნებარე რომანში გადაიზრდება.

კურო
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ფლირტი და რომანტიკა საღამოსთვის მოიტოვეთ.

ტყუპი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის.

კირჩხიბი
მოსალოდნელია ცვლილებები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოგიმზადებთ. ზოგიერთს კი დაქორწინებას შესთავაზებენ.

ლომი
დღევანდელი დღე სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.

ქალწული
დაივიწყეთ საქმეები და მთელი დღე საკუთარ თვს დაუთმეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. კარგი დღეა საკუთარი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. წარმატებით გაართმევთ თავს დაკისრებულ ვალდებულებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მორიელი
ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლების დღეა. საყვარელ ადამიანთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. ყური დაუგდეთ საკუთარ გულს და არა გარშემო მყოფების რჩევებს.

მშვილდოსანი
არ მიატოვოთ დაწყებული პროექტები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საღამოს რომანტიკული ვახშამიც მოუმზადეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

თხის რქა
მეტი ყურადღება გმართებთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს წვეულებაზე გარშემო მყოფების ყურადღებას დაიმსახურებთ და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ.

მერწყული
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად. დაიხმარეთ ოჯახის წევრები. ეცადეთ დღე მხიარულად გაატაროთ. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. საღამოს ვახშამზე მთელი ოჯახი შეკრიბეთ.

თევზები
დღეს მოულოდნელი სტუმრები ან სასიამოვნო ამბები გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები