ვერძი – ხელსაყრელი დროა უცხოური კონტაქტების შენარჩუნებისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შორს მყოფი ადამიანის რჩევა, გაგიჩნდებათ სურვილი მოინახულოთ დავიწყებული ადგილები. კარგი დროა ყოფილ კურსელებთან ან თანამგზავრებთან შეხვედრისთვის. სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისას, სერიოზულად შეისწავლეთ უცხოური ენა.
კურო – დღეს ნუ შეუშინდებით მოვლენების ნეგატიურად შემობრუნებას. მოულოდნელობა და სენსაციები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება, ხელს შეუწყობს გეგმების რეალიზებას. საღამოსკენ მეტად მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან საქმიანი ურთიერთობა განვითარდება რომანტიკული კავშირების პარალელურად.
ტყუპები – გარემოების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელია საღამოსკენ. ამ დროს გაგიჩნდებათ ახალი გეგმები ან მოვალეობა, რომელთა შესრულება დაკავშირებულია დამატებით სირთულეებთან. მათი განხორციელებისთვის მოგიწევთ ნაცნობობის წრის და აზროვნების განახლება, ასევე ახალი ცოდნის მიღებაც.
კირჩხიბი – დღის ბოლოს მოულოდნელი ცნობა ან ორიგინალური შეთავაზება გამოიწვევს აღგზნებას და გიბიძგებთ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებისკენ. შესანიშნავი დროა მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარების, ერთობლივი მუშაობის და ცოლ-ქმრული ბედნიერებით ტკბობისთვის, სასურველია ინიციატივა მეორე მხარს ეკუთვნოდეს.
ლომი – დაგეგმილი საქმეები დილით მოაგვარეთ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად მშვიდი იქნება. სიურპრიზებით და ცვლილებებით სავსე იქნება სამუშაო გარემო. მოგიწევთ საყვარელი კომპიუტერულ პროგრამაზე უარის თქმა ან ინფორმაციის ახალი წყაროების გამოყენება. ნებისმიერი ცვლილება დადებითად აისახება თქვენ მატერიალურ სტატუსზე.
ქალწული – დღეს ბევრი პრობლემა გაქრება, საქმეები საჭირო მიმართულებით განვითარდება. მეტად პოზიტიური იქნება დღის მეორე ნახევარი. გაგიჩნდებათ საკამათო, მაგრამ გენიალური იდეა. შესანიშნავი მომენტია რომანტიკული ურთიერთობის განვითარების და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. თქვენი ნიჭი აღიარებული და გამოყენებული იქნება ჩვეული გარემოცვის მიღმაც.
სასწორი – დილისთვის გადაიტანეთ საქმიანი შეხვედრა და მნიშვნელოვანი ფაქტების სისტემატიზება. საღამოსკენ პირველ პლანზე გადმოვა ბიზნესის ორგანიზაციული პრობლემები, ყოფითი საკითხები, ოჯახური გარემოება. თქვენი დიალოგი მეუღლესთან, კლიენტთან, მშობლებთან ან მეგობართან ნაკლებად კონსტრუქციული იქნება. მოსალოდნელია უთანხმოება ან მოლაპარაკების შედეგებით უკმაყოფილება.
ღრიანკალი – შეუფერებელი დღეა განცხრომით ცხოვრებისთვის, თუმცა თითოეული თეთრის დათვლაც არ მოგიწევთ. საღამოს მაღაზიაში ვოიაჟი წარმატებულად ჩაივლის. შეიძენთ სასარგებლო საყიდლებს გზაში. ყურადღება გამოიჩინეთ შუამავლების არჩევის და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრონული გადახდების გამოყენებისას.
მშვილდოსანი – დღეს ავანტიურიზმი ქცევის შეუფერებელი მანერაა. მეტად მომგებიანი იქნება პრაქტიკულობა, სიმტკიცე, რაციონალიზმი. თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება შესანიშნავად მუშაობის, ასევე მარტივი გამართლების გამო. ბავშვების საჭიროების დაკმაყოფილებას ან შემოქმედებითი ჩანაფიქრის რეალიზებასთან დაკავშირებული ხარჯები არ დააზარალებს თქვენ კეთილდღეობას.
თხის რქა – დილით ხანმოკლე განმარტოება დაგეხმარებათ ძალების მოკრებაში. დღის ბოლოს სიფიცხის და არათანმიმდევრულობის მიუხედავად, მიაღწევთ მყარ წარმატებას საინტერესო მიმართულებებით. თქვენი პირადული ცხოვრება უფრო რომანტიკულ ელფერს შეიძენს, თუმცა მისი საფუძველი ისევ სტაბილური და გონივრული იქნება. გელოდებათ საჩუქარი ან ხელსაყრელი შანსი.
მერწყული – დილით კიდევ ერთხელ დაფიქრდით საკუთარ გეგმებზე. მასში დამატებებს შეიტანთ. საღამოს მოულოდნელი საბაბი გაგიჩნდებათ ფიქრისთვის, გადაწყვეტთ გასეირნებას ან დარეკავთ ტელეფონზე კონკრეტული მიზნით. მეტად სასიამოვნო და სტაბილური იქნება ურთიერთობა კოლეგებთან, მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან.
თევზები – დღის დასაწყისში დაკავდით აუცილებელი საქმეებით და ნუ ეცდებით გავლენა მოახდინოთ მოვლენების მსვლელობაზე. საღამოს მეტი თავისუფლება გექნებათ საქმეებსა და პირადულ ცხოვრებაში. ზოგიერთი წვრილმანი გარემოება მაინც ძნელად პროგნოზირებადი დარჩება. თუმცა, ეს ხელს არ შეგიშლით ხელსაყრელი შანსის გამოყენებაში.
წყარო: http://geonews.ge/