15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დღის განმავლობაში არ გადაიღლოთ და საღამო მხიარულ გარემოში გაატაროთ. მეგობრებისა და ნათესავების მოულოდნელი სტუმრიანობა გელით.

კურო
ენერგიული და აქტიური ხართ. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი დღეა იდეებისა და ახალი პროექტების განსხილველად. უფროსი დააფასებს თქვენს მიზანსწრაფვას.

ტყუპი
დღეს შეიძლება “ღრუბლებში ფრენის” განწყობაზე იყოთ, ამიტომ ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. საღამო შინ გაატარეთ, მოაგვარეთ ოჯახური საკითხები.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას და არა ”მოსაწევში” ჭორაობას. მოერიდეთ კოლეგებზე ინტრიგების გავრცელებას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
სამშაბათი კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად. მთავარია, ჩამოყალიბდეთ რა გსურთ და არ იზარმაცოთ. ზოგიერთი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტს.

ქალწული
თუ გუშინ კარგად იმუშავეთ, დღეს ცოტათი შეანელეთ ტემპი. დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ, ჩაეწერეთ სპორტდარბაზში ან აიღეთ აუზის აბონემენტი. თუმცა, გაფრთხილდით, ტრავმა და გაცივება არაფერში გჭირდებათ.

სასწორი
ახალი სამსახური ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ ჰობი. მილიონს ვერ იშოვით, მაგრამ ხარჯებს დაფარავთ.

მორიელი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გუშინ დაწყებულ საქმეებს დღეს წარმატებით დაასრულებთ. კარგი დღეა პარტნიორებთან შესახვედრად და პროექტების განსახილველად.

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მოერიდეთ ახალი პრექტების დაწყებას, ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში და ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძნეთ.

თხის რქა
კოლეგებთან ერთად იმუშავეთ. მიეცით მაგალითი. მოერიდეთ რომელიმესთან დაპირისპირებას, კამათს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
მოერიდეთ “ექიმობანას” თამაშს, დასკვების გამოტანას და მედიკამენტების თვითნებურად მიღებას. დაასრულეთ დაწყებული პროქტები. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, სწავლისთვის.

თევზები
საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰერზე, მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. გაფრთხილდით, რათა არ გაცივდეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები