ვერძი
ყოველი საქმე, რომელსაც დღეს წამოიწყებთ ახლობლებთან ერთად, არა მარტო სიხარულს, არამედ კარგ სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ რაიმეს თხოვნით მიმართავთ მეგობრებს, გაცილებით მეტს მიიღებთ ვიდრე ელოდით.
კურო
დაბნეულობა და არაორგანიზებულობა აშკარად ნეგატიურად აისახება თქვენს ქმედებებსა და აზროვნებაზე, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებათ ირგვლივმყოფებს. ცოტაოდენი დრო და მოთმინებაა საჭირო, რათა ყველაფერი კალაპოტში ჩადგეს.
ტყუპები
დღეს ნებისმიერმა მოულოდნელობამ შეიძლება იჩინოს თავი ფინანსებთან დაკავშირებით. შესაძლოა შექმნილი გარემოების გამო მოგიწიოთ ფულის სესხება ან გასესხება, შეიძლება იპოვოთ ან დაკარგოთ გარკვეული თანხა…იყავით ფრთხილად.
კირჩხიბი
დღეს თქვენი იდეებით დიდ აღტაცებას გამოიწვევთ ახლობლებსა და მეგობრებში. დღევანდელი განწყობა, იერი თუ ჩაცმულობა ინტერესს გამოიწვევს და არაერთი მიმბაძველიც გამოგიჩნდებათ.
ლომი
დაეხმარეთ, მხარში დაუდექით მეგობრებს, შეუერთდითს საქმიან ღონისძიებებს. დღეს გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება პირად საქმეებში, ამიტომ ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, გონივრული იქნება სხვათა რჩევის გათვალისწინება.
ქალწული
შესაძლოა დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ, მიზეზი შეიძება იყოს გარკვეული მოულოდნელობა ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები შემოიტანენ გარკვეულ ქაოსს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისევ თვენს სასიკეთოდ შემობრუნდება.
სასწორი
უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე, ახალ იდეებზე. ადვილი შესაძლებელია სწორედ ახლა აღმოჩნდეთ საჭირო ადგილას გავლენიანი ადამიანების გარემოცვაში, შესაძლოა დღევანდელმა დღემ რევოლუციაც მოახდინოს თქვენს მსოფმხედველობაში.
მორიელი
პოზიტიური განწყობით და ენთუზიაზმით ყველას გულს მოიგებთ და დიდი სიმპატიებით განაწყობთ თქვენს მიმართ. დღეს გარშემომყოფთა გულთბილი დამოკიდებულებაც შეგიწყობთ ხელს წერტილი დაუსვათ არსებულ კონფლიქტებს.
მშვილდოსანი
თქვენი შემართებით შეგიძლიათ მთელ სამყაროს დაუპირისპირდეთ. თავდაჯერებულობა, ენერგიულობა და საბრძოლო განწყობა არ დაინდობს არავის ვინც გზაზე გადაგეღობებათ.
თხის რქა
თუ სიზარმაცეს დაძლევთ და ყურადღებას გამოიჩენთ დღევანდელი დღის მიმდინარე მოვლენების მიმართ, იაქტიურებთ და სწრაფად მოახდენთ რეაგირებას, ძალიან შთამბეჭდავ წარმატებებს ელოდეთ!
მერწყული
გადადეთ უმნიშვნელო საქმეები და რუტინა სამომავლოდ. მოიშორეთ თქვენს თავში აღმართული ბარიერები და აღმოაჩინეთ სხვა, უფრო საოცარი და საინტერესო გარემოებები, ვიდრე თქვენს წარმოსახვით პატარა და ნაცრისფერი სამყაროშია.
თევზები
თუ მოინდომებთ თქვენი მომხიბვლელობით და მოხერხებულობით ბევრ ახალ ნაცნობსა და თაყვანისცემელს შეიძენთ. დღეს მარტივად ავლენთ ორგანიზატორულ უნარებს და ამით გარშემომყოფთა გულსაც მოინადირებთ.