ვერძი
თვის შუა რიცხვში ძალიან ემოციური იქნებით და ექსტრავაგანტური ქცევებით გამოირჩევით. შესაძლოა, მარტივად გაეხვიოთ ავანტიურაში. ავანტიურიზმი თქვენი სტიქია არ არის, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ბუნებრივი და იაზროვნოთ ჯანსაღად. არ ღირს რისკზე წასვლა, რადგან სასიკეთო პირობები საპირისპიროდ არ მოგიბრუნდეთ.
კურო
ამ დღეს თქვენი რჩეულის მიმართ საკმაოდ მკაცრი იქნებით, რაც, სამწუხაროდ, სიამოვნების მინიჭების ნაცვლად უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, აკონტროლოთ საკუთარი ქცევები და ემოციები!
ტყუპები
დილიდან საუკეთესო განწყობა შეგექმნებათ. გამომგონებლური ნიჭი გაქვთ და ორიგინალური იდეები გიჩნდებათ. გარდა ამისა, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ. მოქმედების კონკრეტულ სფეროებში აუცილებელია დისციპლინა და თუკი მიმდინარე საკითხებს გაუმკლავდებით, სამომავლოდ საქმეებს უფრო კონცენტრირებული შეხვდებით.
კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, რომლებიც თქვენგან დამოუკიდებლად განვითარდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქცევებს, რათა კანონთან შეუსაბამობაში არ მოხვდეთ.
ლომი
სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილს ამ დღეს შესანიშნავად მოაწყობთ. შესრულებულ სამუშაოს ფინანსურად აგინაზღაურებენ. შესაძლოა, იყიდოთ სამზარეულოს აღჭურვილობა. ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის დახარჯვას კოსმეტიკასა და პრეპარატებზე. გაისტუმრეთ ვალები და მოითხოვეთ სხვებისგან თქვენი კუთვნილი თანხების მიღება.
ქალწული
ამ დღეს ფატალიზმი შეგიპყრობთ. უცხო წარმოსახვები დაგეუფლებათ და ფილოსოფიურ აზროვნებას მიანიჭებთ უპირატესობას. ვარსკვლავები გირჩევენ, გააკეთოთ ის, რასაც თქვენგან ელოდებიან, მაგრამ გაცნობიერებულად.
სასწორი
ამ დღეს ლიდერობით გამოირჩევით. პლანეტების განლაგება გეგმების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. ძალიან შრომისმოყვარე ხართ, რისთვისაც დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. საღამო იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და სიყვარულის ახსნისთვის. თუკი ოცნებები ძალიან არ გაგიტაცებთ, ბევრის გაკეთებას მოასწრებთ.
მორიელი
ცოლქმრულ ურთიერთობას გაამყარებთ და სამსახურშიც მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. შესაძლოა, ფულადი მოგება ნახოთ. არ გამოირიცხება ოჯახში მატება. ამ დღეს თქვენი დევიზია – ნაცნობები, ახლობლები და ნათესავები.
მშვილდოსანი
ამ დღეს სტუმართმოყვარე მასპინძელი იქნებით. თქვენი სახლი მეგობრებისა და ნაცნობების შეკრების საყვარელი ადგილი გახდება, რის შედეგადაც გაიზრდება თქვენი კომუნიკაციები. ვარსკვლავები გირჩევენ, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოთ.
თხის რქა
უბედური შემთხვევების რისკი მაღალი იქნება. უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეებს. აკონტროლეთ საკუთარი ქცევები და იზრუნეთ გვერდში მყოფებზეც.
მერწყული
მოულოდნელად გადაიტვირთებით. თქვენში შეინიშნება განწყობის ცვალებადობა. ამ დღეს, რატომღაც, ეგზოტიკურ კერძებს მიანიჭებთ უპირატესობას ან კვების განსაკუთრებულ რეჟიმს მიმართავთ, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. თქვენი გულისთვის არასასურველია ზედმეტი დატვირთვა და ცხოვრების დაძაბული რიტმი. შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ. გახსოვდეთ, რომ წამლების არასწორი მიღებაც ისევე აზიანებს ორგანიზმს, როგორც არაჯანსაღი კვება.
თევზები
საყვარელი ადამიანის მიმართ ძლიერ მღელვარებას იგრძნობთ. საკუთარი ემოციების გადმოცემისა და გრძნობების გამოხატვის დროს შეეცადეთ, საყვარელ ადამიანზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული არ გახდეთ.