ვერძი
მოერიდეთ ემოციის გამოვლენას, ავანტიურულ და ექსტრავაგანტურ ქმედებებს. ნუ გარისკავთ, რათა მომავალში არ ინანოთ.
კურო
აკონტროლეთ თქვენი ქცევა და ემოციები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ და არა უსიამოვნება და ტკივილი.
ტყუპი
ორიგინალური იდეებით აღსავსე ხართ. მარტივად მოაგვარებთ პრობლემებს. თუმცა, ზოგიერთ სფეროში დისციპლინისა და ყურადღების გამოვლენა გმართებთ.
კირჩხიბი
თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება გადაიდოს ან ჩაიშალოს საქმიანი შეხვედრები, პროქტები. ფრთხილად იყავით და არ დაარღვიოთ კანონი.
ლომი
კარგია ოფისსა და ბინაში ინტერიერის შეცვლა; ავეჯის შეძენა. აგრეთვე – ვალების გასტუმრება. თუ კოსმეტიკის ან წამლების ყიდვას აპირებთ, უპირატესობა ხარისხს მიანიჭეთ.
ქალწული
ნუ დაიწყებთ ახალ
პროექტებზე მუშაობას, დაასრულეთ დაწყებულები. საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ უქმეები დასვენებას დაუთმოთ.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. საღამოს რომანტიკული შეხვედრა დანიშნეთ.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან; მატერიალური მდგომარეობა. ნათესავები და მეგობრები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის.
მშვილდოსანი
დღეს მეგობრებისა და ახლობლებისთვის საუკეთესო დამხმარე და მრჩეველი იქნებით. საღამოს შეგიძლიათ მათ გემრიელად გაუმასპინძლდეთ და მათივე დახმარებით მოაგვაროთ საბინაო საკითხი.
წყარო:http://www.astrologi.ge/