ვერძი
გადახედეთ საქმეებს და დაასრულეთ ადრე დაწყებულები. ეცადეთ, არ მოცდეთ არაფრისმომცემ საუბრებსა და გართობაზე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
კურო
დილიდან შეუდექით სამსახურის საქმეების მოგვარებას. ჩამოწერეთ შესასრულებელი ვალდებულებების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, თუ ჯერ მარტოხელა ხართ, – მეგობრებთან ერთად.
ტყუპი
დილით მიირთვით არომატული ყავა და ჩამოწერეთ დღის განრიგი. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. მთელი დღე სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
დილიდან სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. უპირატესობა მიანიჭეთ იმ საქმეებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ; ხელი რომ არაფერმა შეგიშალოთ, მობილური გამორთეთ.
ლომი
არ დაკარგოთ დრო და ენერია არაფრისმომცემ საქმეებზე. ჩამოწერეთ დღეს შესასრულებელი საქმეების სია და მიჰყევით. საღამოს საყვარელი ადამიანთან ერთად სკვერში გაისეირნეთ, კინოსეანსს დაესწარით. მარტოხელებმა დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
ოთხშაბათი იდეალური დღეა, რათა დღის, მომავლის გეგმა შეადგინოთ. საღამოს ან მეგობრებს უმასპინძლეთ, ან თავად წაბრძანდით სტუმრად. მეგობრებთან ერთად მხიარულება განწყობას აგიმაღლებთ.
სასწორი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. გააუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
შეასრულეთ დაკისრებული ვალდებულება. ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით სასურველს. უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებებზე. თუმცა, ხუთშაბათამდე არ დაიწყოთ მათი შესრულება.
მშვილდოსანი
პროდუქტიული დღე გელით სამსახურში და სასიამოვნო საღამო – შინ. ყველა საქმეს ერთად ვერ გააკეთებთ. უპირატესობა მნიშვნელოვან პროექტებს მიანიჭეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს და სიჯიუტეს, რაც კარიერულ წინსვლაში შეგიშლით ხელს. ოთხშაბათი მშვიდად გაატარეთ; მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, ახლობლებს მზრუნველობა არ მოაკლოთ.
მერწყული
დააკვირდით მოვლენებს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი დღე ელით იურისტებსა და დიზაინერებს. საღამოს მოიცალეთ საყიდლებისთვის.
თევზები
თუ შვებულებას გეგმავთ, დროზე დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ჩამოწერეთ დასვენებამდე შესასრულებელი საქმეების სია. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge