ასტროლოგი, რამაზ გიგაური 15 ივლისის ასტროლოგიურ ტენდებციებზე სოციალურ ქსელში წერს:
“ეს დღე საკმაოდ ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ გადავლილია სავსემთვარეობის ნეგატიური გავლენა (10-11 ივლისის შუალედი), 15 ივლისიც გარკვეულწილად რთულ დღედ უნდა ჩაითვალოს.
მთვარე თევზების ემოციურ ნიშანში მოძრაობს, რაც ადამიანებში ზრდის მგრძნობიარობას და ცვალებადობას. მთვარე უპირისპირდება მარსს (ქალწულის ნიშანში), ხოლო ორივე – კვადრატულ ასპექტებში არიან ვენერასთან, რაც ქმნიან დაძაბულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას „ტაუ-კვადრატს“.
ეს მიანიშნებს დაძაბულ სიტუაციებზე, კამათზე, ჩხუბზე და საერთოდ აგრესიულ რეაქციებზე. ამის თავიდან არიდება ცხადია მოთმინებითა და თავშეკავებით შეიძლება.
საერთოდ, ვენერა-მარსის კვადრატი ერთი მხრივ მიუთითებს შარმის გაძლიერებაზე, მომატებულ სექსუალურობაზე, თუმცა ის ასევე მიანიშნებს გარე ფაქტორების მიმართ გადაჭარბებულ გაღიზიანებულობაზე. მთვარე-მარსის ოპოზიცია კი – პოტენციური აგრესია, მოუთმენლობა და იმპულსურობაა. ასე რომ, გადაჭარბებულმა კრიტიკულობამ და მოუთმენლობამ პარტნიორის, ოჯახის წევრის თუ საერთოდ, გარშემო მყოფების მიმართ შესაძლოა კონფლიქტს დაუდოს სათავე. ვენერა დადებით ასპექტს იღებს მერკურისგან, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად დაძაბული სიტუაციებისა, გონივრული (რაციონალური) გადაწყვეტილების მიღება და ურთიერთობებში შექმნილი წინაღობების გადალახვა შესაძლებელი იქნება.”-წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები