ვერძი აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რაც თქვენგან ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას მოითხოვს. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. გარშემო მყოფების მიმართ მეტად გულუხვი და ყურადღებიანი უნდა იყოთ.
კურო რაც უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ, მით გაგიადვილდებათ გეგმების განხორციელება. მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოდ ჩაივლის, თუ მათ საქმეებში არ ჩაერევით და რჩევებით არ შეაღონებთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად ან ბინაში რემონტის დასაწყებად.
ტყუპი დღეს ახალ საქმეებს შემოგთავაზებენ, არაფერზე თქვათ უარი, გამოიჩინეთ ინიციატივა, განახორციელეთ ახალი პროექტები. მოერიდეთ მეგობრების საქმეებში ჩარევას, ნუ დაპირდებით დახმარებას.
კირჩხიბი დღეს ყველა პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით; გეგმებს ცოტა გაჭირვებით, მაგრამ მაინც განახორციელებთ. თავადაც დაკვირვებულად უნდა იშრომოთ და კოლეგებისგანაც იმავე მოითხოვოთ.
ლომი გაგიადვილდებათ სამართალდამცველებთან საერთო ენის გამონახვა. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება და უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტა.
ქალწული აქტიურობისა და ენერგიულობის წყალობით არ გაგიჭირდებათ მიმდინარე საკითხების მოგვარება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და მატერიალური მდგომარეობა.
სასწორი კარგი დღეა ახალი საქმეების, მივლინების დასაწყებად. საქმიანი ქაღალდების გაფორმება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
მორიელი მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და გარშემო მყოფების აგრესიას ნუ გამოეპასუხებით. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. დღის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი სამსახურში მეტად უნდა იაქტიუროთ. გავლენიან პიროვნებასთან სასიამოვნო ნაცნობობა ბევრ რამეზე შეგიცვლით წარმოდგენას. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად; გადახედეთ ურთიერთობას პარტნიორებთან.
თხის რქა ზოგი დასახული მიზნების რეალიზებას შეძლებს; ზოგს დაწინაურება ელის. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
მერწყული განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით შემოქმედებით მერწყულებს, თქვენი იდეების რეალიზებას შეძლებთ. ზოგიერთ ნოსტალგია მოეძალება და მშობლებთან, მეგობრებთან მოუნდება შეხვედრა. მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯი.
თევზები ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ნუ დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს. ეცადეთ მეტი კონტაქტი იქონიოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. თქვენ მათი მხარდაჭერა და გამხნევება გჭირდებათ.