“საქართველო უდავოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას”, – ამის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია. ძირითადად, სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია – ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით, უკვე რა ზომებია მიღებული, აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა, ვიცოდეთ.
იმდენი ვიძახეთ, მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება – საქართველო უდავოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდავოდ შეშურდებათ ჩვენი
შედეგად, 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!“, – წერს კულუმბეგოვი სოცქსელში.