ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა, როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა, ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღე.
სიყვარულის დღე – 15 აპრილი საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის, ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილი მისი ინიციატორის დაბადების დღეც არის და მან ეს დღესასწაული თავის საყვარელ მეუღლეს — მაიას მიუძღვნა.
ტრადიციულად, ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან.