15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლობლებისგან შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც დაგეხმარებათ ახალი შემოსავლის წყაროების მიგნებაში. თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ შეიძლება დამატებითი საქმე და შემოსავლის წყაროც გაგიჩნდეთ.

კურო

გაგიჭირდებათ თანამოაზრეების პოვნა და ამაოდ ჩაივლის თქვენი მცდელობა, რაიმეთი დააინტერესოთ ირგვლივმყოფნი. მიუხედავად დაპირებებისა შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ყველას თავისი ფარული მიზნები ამოძრავებს. ნუ დაამყარებთ დიდ იმედებს სხვებზე.

ტყუპები

შეეცადეთ გააფართოვოთ საკომუნიკაციო წრე და ეძებეთ ახალი მოკავშირეები ძველი სამეგობროს მიღმა. შეიტანეთ სიახლეები იმიჯში, იყავით უფრო მოქნილი, რათა მოიპოვოთ გარშემომყოფთა ნდობა და ახალი შესაძლებლობები მიიზიდოთ ცხოვრებაში.

კირჩხიბი

შესაძლოა აღდგეს ძველი ურთიერთობები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით იყო გამოწვეული, ან შესაძლოა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, მთავარია იყოთ გახსნილი და საშუალება მისცეთ სხვებს დაინახონ თქვენი კეთილგანწყობა.

ლომი

ყველაფერი თქვენს ხელთაა, ღონისძიებებზე თქვენ იქნებით დღესასწაულის სული და გული, შესაძლოა საკმაოდ რთული ვითარება განმუხტოთ თქვენი დიპლომატიურობითა და მომხიბვლელობით, ეს ერთერთი საუკეთესო დღეა ამ უახლესი პერიოდის განმავლობაში.

ქალწული

შესაძლოა დღეს გაგიჭირდეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, აზრთა ურთიერთგაცვლით და მათი მხადაჭერით ყველაფერს მოაგვარებთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელისგან.

სასწორი

მოსალოდნელია შეხვედრები მეგობრულ გარემოში, რომელიც სრულიად გაანეიტრალებს სამსახურიდან გამოყოლილ უსიამოვნო ემოციებს და დადებითად აისახება თქვენს კოლეგებთან დამოკიდებულებაზე.

მორიელი

წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში, სასიკეთო დღეა დასახული მიზნების რეალიზებისთვის, როგორც პირად-სასიყვარულო, ასევე საქმიან სფეროში. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ღამით სიარულს.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა შეგახსენონ წინა პერიოდში აღებული პასუხისმგებლობა და მოითხოვენ აქტიური მოქმედებები გადაწყვეტილების მისაღებად, შეეცადეთ არ აჰყვეთ ემოციეს და არ გააღრმაოთ კონფლიქტები.

თხის რქა

თავი შეიკავეთ არამიზნობრივი ხარჯებისგან და იყავით უფრო პრაგმატული, ვინაიდან, გაუმართლებელი ფინანსური გასავლები დაამძიმებს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახური განხეთქულების მიზეზად იქცევა.

მერწყული

იზრუნეთ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებაზე და მეტი ყურადღება დაუთმეთ უმცროსი ასაკის ადამიანებს, ბავშებს, კარგი იქნება თუ დაინტერესდებით მათი პრობლემებით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ მოგვარებაში.

თევზები

ნუ გადადებთ სამომავლოდ პრობლემების მოგვარებას და იყავით ფრთხილად და ყურადღებით, არის დანაკარგის ალბათობა. მოსალოდნელია ახალი რომანტიული ნაცნობობა და თავგადასავლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები