15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემები დღის პირველ ნახევარში დიდ დროს წაგართმევთ. მოსალოდნელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. დღის მეორე ნახევარში სასურველია აქტიური დასვენება, გართობა და სეირნობა.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები ბრძენ და გაწონასწორებულ ადამიანებს მფარველობენ – ბიზნესის სფეროში დასაქმებულ კუროებს წარმატებული დღე ელით. მარტოხელა ქალებს ახალი, რომანტიკული ნაცნობობა დიდხანს დაამახსოვრდებათ. საღამოს ხელსაყრელია გართობა და დასვენება.

ტყუპები

პარტნიორებს შორის ურთიერთობაში ტყუილისა და ღალატის არსებობა შეიძლება მკვეთრი, დაუფიქრებელი მოქმედებების მიზეზი გახდეს. თავი შეიკავეთ ისეთი საქმის დაწყებისგან, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ შრომა წყალში ჩაგეყრებათ. დროული რეაქცია პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს და ხმაურიან წვეულებებს.

კირჩხიბი

ეცადეთ საკუთარი რესურსები რეალურად შეაფასოთ – თქვენი ფინანსური მდგონარეობა სასურველისგან მკვეთრად განსხვავდება. შესაძლოა, საქმიან პარტნიორებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემებს შეეჯახოთ.

ლომი

შესაძლოა, დაძაბული მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასახარბიელოდ აისახოს, ხოლო სიჯიუტემ და ზედმეტმა პრინციპულობამ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახური და საყოფაცხოვრებოპრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ. ერიდეთ აზარტულ თამაშებს – ამ დღეს იღბალი არ გწყალობთ.

ქალწული

სერიოზული პროვოკაციების და კონფლიქტების დღეა. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევა. დაღლილობა და ნერვიულობა თავს იჩენს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოთ. ეს დღე სუფთა ჰაერზე დასვენებას ან აგარაკზე მუშაობას დაუთმეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. მოსალოდნელია ძველი ვალების დაბრუნება. კოლექტიური ღონისძიებები წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მორიელი

თუ წინა დღის პრობლემებს გაუმკლავდით, ყველა საქმეში წარმატება გელით. მოემზადეთ მოგზაურობისთვის, რომელიც რომანტიკულ შეხვედრას გპირდებათ. კარი იქნება თუ ახლობელ ადამიანებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ჯერჯერობით არაფერს უამბობთ.

მშვილდოსანი

რთული დღეა. პარტნიორებს შორის ურთიერთობაში ტყუილისა და ღალატის არსებობა შეიძლება მკვეთრი, დაუფიქრებელი მოქმედებების მიზეზი გახდეს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება.

თხის რქა

სერიოზული პროვოკაციების და კონფლიქტების დღეა. გულთან ახლოს არ მიიტანოთ უბრალო შენიშვნები და საერთოდ, სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობაში, რომ ვინმე არ გაანაწყენოთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტების, გარიგებებისა და ხელშეკრულებებისთვის. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

თევზები

ეს დღე თანაგრძნობას და მოწყალებას განასახიერებს. სამსახურში ეცადეთ მიღწეული პოზიცია განამტკიცოთ. ერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყიდვა-გაყიდვას. სასარგებლოა მიწაზე მუშაობა და ფიზიკური აქტივობები. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს,მათ თქვენი ზრუნვა და დახმარება ესაჭიროებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები