15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო, გავლენიანი ადამიანების გაცნობა გელით, რომლებიც რთული და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

კურო
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მეტად დაისვენეთ, არ გადაიღალოთ ფიზიკურად. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

ტყუპი
შეიძლება დიდი ხნის ვალი დაიბრუნოთ, ან მოულოდნელი თანხა გაგიჩნდეთ. უმჯობესია, ფული ბინის მოწყობას, რემონტს დაუთმოთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა სახისა და ტანის პროცედურების ჩასატარებლად. მასაჟი განწყობას გაგიუმჯობესებთ. საკუთარი ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის ფულს ნუ დაინანებთ.

ლომი
ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, დაისვენეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და შემოირიგეთ თქვენზე განაწყენებული ნათესავები.

ქალწული
კარგი დღეა საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად და საუბრებისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და საინტერესო წიგნის, სტატიის წასაკითხად.

სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს. შეიძლება ვალის დროზე ადრე დაბრუნება მოგთხოვონ.

მორიელი
ენერგიული, აქტიური ხართ და ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაუმკლავდებით. დღევანდელი დღე საკუთარ თავს, იმიჯის შეცვლასა და გარდერობის განახლებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი
დილა სუფთა ჰაერზე ვარჯიშით დაიწყეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამოს ბავშვებთან ერთად კარგია ცურვა, ფეხბურთის თამაში.

თხის რქა
თუ ვინმესთვის გულის გადაშლა გადაწყვიტეთ, ეცადეთ, ერთგული მეგობარი შეარჩიოთ, რომელიც არ გაგცემთ, დაგარიგებთ და განუგეშებთ.

მერწყული
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და არც თაყვანისმცემლები სიმცირეს უჩივით. გაერთეთ, იმხიარულეთ. თუმცა, ურთიერთობას ნუ გაასერიოზულებთ.

თევზები
ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ და არც თავად გადავარდეთ ილუზიებში. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და ნურც ახალგაცნობილს მიიჩნევთ ცხოვრების ნამდვილ სიყვარულად.

კომენტარები

სხვა სიახლეები