15 ქვეყანა, საიდანაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან

112
SHARE

ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, თბილისის ქუჩებში ტურისტების რაოდენობამაც იმატა. Ambebi.ge დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ ქვეყანაში შემოსული ტურისტები. გთავაზობთ იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც ტურისტები ყველაზე ხშირად ჩამოდიან.

სიის პირველ ადგილებს მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი იკავებენ, მათ მოჰყვება რუსეთი და უკრაინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი სრული სია ასეთია:

1. აზერბაიჯანი
2. თურქეთი
3. სომხეთი
4. რუსეთი
5. უკრაინა
6. გერმანია
7. ყაზახეთი
8. აშშ
9. პოლონეთი
10. ირანი
11. გაერთიანებული სამეფო
12. ბელორუსი
13. საბერძნეთი
14. ისრაელი
15. ლიტვა

ტურისტების რაოდენობას არ უჩივიან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე ბარ-რესტორნები, იქ სადაც ტურისტული ზონებია, მაგალითად შარდენზე, ლესელიძეზე, რუსთაველზე და აღმაშენებელზე. მათი თქმით, დოლარის კურსის აწევამ იმოქმედა ფასებზე,

თუმცა ჯერჯერობით, ტურისტების ნაკლებობა არ შეინიშნება.

თავად ტურისტების თქმით, მათთვის ფასები მისაღებია და საქართველოც ძალიან მოსწონთ. Ambebi.ge რუს და უკრაინელ ტურისტებს გაესაუბრა.
“ფასები მისაღებია ჩვენთვის, თუმცა დედაქალაქში უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე სხვა ქალაქებში. მაგალითად, სასმელი და საკვები სხვა ქალაქებში უფრო იაფია, ვიდრე აქ. სასტუმროსაც ვარჩევთ, ზოგი ძვირია, ბინის ტიპის სასტუმროები კი შედარებით იაფი. ქვეყანა კი ძალიან მოგვწონს, ხალხი ყურადღებიანი და სტუმართმოყვარეა”, – ამბობს ტურისტი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

წყარო: ამბები.ჯი

FB კომენტარები

კომენტარი