15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

39
SHARE

ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დღეს ან ძველი ურთიერთობების აღდგენის, ან ოჯახის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

კურო
მხარდაჭერას მიიღებთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ოდესღაც დაეხმარეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და უამრავ საქმესაც მოაგვარებთ.

ტყუპი
წარმატებული დღეა და არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
მეტად გამოაჩინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. კარგი დღეა ცოდნის გასაზიარებლად, იმიჯის შესაცვლელად. ზოგიერთს დიდი სიყვარულის დაწყება ელის.

ლომი
კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად, იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების განვითარებას. გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან.

ქალწული
დღეს, რა სირთულის საქმეებიც არ უნდა წამოიჭრას, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით, – პირად საკითხებსაც მოაგვარებთ და სამსახურებრივსაც. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

სასწორი
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ახალი შემოთავაზებები და იდეები გაგიჩნდებათ. საღამოს თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და გამოიძინეთ.

მორიელი
ზოგიერთს ახალ, პერსპექტიულ თანამდებობას შესთავაზებენ. ნებისმიერ საკითხს სპეციალისტებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევით მოაგვარებთ. ახლობლები პირადი წარმატებებით გაგახარებენ.

მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ პარტნიორული ურთიერთობები და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასაც შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი ან ლატარიაში მოიგებს, ან ძველ ვალს დაიბრუნებს. საღამოს სტუმრებს ელოდეთ.

თხის რქა
მოსალოდნელია მგზავრობა, მივლინება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს გპირდებათ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, ან გასართობ ცენტრს ეწვიეთ, ან ნათესავები და მეგობრები მოინახულეთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ სამუშაო და ცხოვრებისეული პირობები. ზოგიერთი წარსულში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს. გააქტიურდით, მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები.

თევზები
სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებასა და სამსახურში. მარტოხელები აუცილებლად შეხვდებიან მეწყვილეს. წარმატების შანსები გამოგიჩნდებათ და არ გაუშვათ ხელიდან.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი