ეს დიეტა დაგეხმარებათ როგორც სასურველი წონის მიღებაში, ასევე, დადებითად აისახება თვენს ჯანმრთელობაზე.
ორშაბათი
საუზმე: 1 ფორთოხალი (შეგიძლიათ, – გრეიპფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი ხილი, ოღონდ – ბანანი არა), 2 ცალი ორცხობილა, ყავა ან ჩაი უშაქროდ.
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა (შეგიძლია, მიირთვათ მხოლოდ კიტრიც), 2 ცალი ორცხობილა.
როგორც ხედავთ, დიეტაში საკმაოდ ნოყიერი ვახშამია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშიერი არ მოგიწევთ დაძინება. მნიშვნელოვანია, სვათ ბევრი სითხე, უმჯობესია, გამორიცხოთ რაციონიდან მარილი.
სამშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.
ვახშამი: 120 გრ ხორცი (უკეთესია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ოთხშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი მენიუ.
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი,
1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.
ხუთშაბათი
საუზმე: ანალოგიური
სადილი: 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ვახშამი: 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.
პარასკევი
საუზმე: ანალოგიური
სადილი: 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ვახშამი: 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.
დასვენების დღეებში შეგიძლიათ იკვებოთ ჩვეულებისამებრ. მთავარია, არ მოგივიდეთ ზედმეტი…
მეორე კვირას უნდა გაიმეოროთ იგივე.
15 დღეში დაიკლებთ 15 კგ-ს.