„14-15 წლის ვიყავი, როდესაც მარტო წავედი საზღვარგარეთ და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ… ვანგრევ ყველანაირ სტერეოტიპს…“ – თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.

რამდენიმე დღის წინ მოდელი „იმედის დღის“ სტუმარი იყო და ადრეულ ასაკში დაწყებულ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და ბავშვობის სტრესზე ისაუბრა.

„პირველი, რაც ჩემს თავზე მახსენდება, არის ის, რომ ძალიან დამოუკიდებელი ვარ. 14-15 წლის ვიყავი, როდესაც მარტო წავედი საზღვარგარეთ და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ, სამშობლოში იშვიათად ჩამოვდივარ ხოლმე. ძალიან რთული იყო და ბოლო დროს უფრო ემოციური
გავხდი. ოჯახი გვერდით მყავდა, მაგრამ მაინც მაკლდა. მაგრამ ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს ადრეული ასაკიდან“, – თქვა თაკომ.

ის ასევე შეეხო ყველა იმ საკითხს, რომლებიც ეხმარება წარმატების მიღწევასა და ახალი გზების გახსნაში.

„კომფორტში ვცხოვრობ და ვცდილობ, რომ ამ კომფორტის ზონიდან გამოვიდე, რადგან ცოტა ზარმაცი ვარ და როდესაც მიზნებს ვისახავ, მირჩევნია ადვილად გავაკეთო, მაგრამ ეს სიმარტივე ვერ მომიტანს წარმატებას. ამიტომ ვცდილობ, მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს“, – აღნიშნა მოდელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები