14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ენერგიული ხართ, ნუ შეუშინდებით სირთულეებს, ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საღამო საყვარელ ადამიანთა ერთად გაატარეთ, რომელიც მზრუნველობითა და ყურადღებით აგავსებთ.

კურო
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. მცირე შეფერხებებს არ შეუშინდეთ, ყველაფრის გამოსწორების შანსი მოგეცემათ. დაკისრებულ მოვალეობას მარტივად გაართმევთ თავს.

ტყუპი
თუ დღესვე ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს ნუ განაწყენდებით, ცოტა ხანში ფორტუნა თქვენც გაგიღიმებთ. მეგობრებთან შეხვედრები ისე დაგეგმეთ, რომ კარიერაში არ შეგეშალოთ ხელი.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეებს წარმატებით გაართმევთ თავს. კარგი დღეა ნებისმიერი ოჯახური საკითხის მოსაგვარებლად. უცხოების ნაცვლად მზრუნველობა და ყურადღება ახლობლებს დაახარჯეთ.

ლომი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელ საქმეების  სია. არ დააგვიანოთ საქმიან შეხვედრებზე, მუშაობისას არ იზარმაცოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
განწყობაც კარგი გაქვთ და დღეც დადებით ემოციებს გპირდებათ. მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები, ახლები არ წამოიწყოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
წარმატებული დღე გელით, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ურთიერთობებში. მარტოხელებს – სასიამოვნო ნაცნობობა. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. მარტივად განმუხტავთ ყველაზე რთულ სიტუაციას კი.

მორიელი
გარშემო მყოფებზე განსაკუთრებულად მზრუნველი იქნებით. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ოჯახური სადილის მოსამზადებლად. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებთ.

მშვილდოსანი
შეიძლება ახლი საქმიანობა ან ჰობი გამოგიჩნდეთ. ენერგიული ხართ და დროსაც თუ გამონახავთ, დღეს დაგეგმილ ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, აუსრულეთ სურვილები.

თხის რქა
სამსახურის საქმეებში იდეალურად გაქვთ. მარტოხელებს სასიამოვნო შეხვედრა ელით. ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში, ნურც რჩევებს გასცემთ, მხოლოდ დააკვირდით. თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
სამუშაო სულის მოთქმის საშუალებას მოგცემთ. დრო და ენერგია ცხოვრების სხვა სფეროების მოგვარებას დაუთმეთ. მოაწესრიგეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

თევზები
აუჩქარებლად, გააზრებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად. თქვენი კარგი განწყობა ოჯახის წევრებსა გაუზიარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები