14 წლის ემიგრანტი გოგონას სულისშემძვრელი წერილი ქეთი დოლიძეს

565
SHARE

,,ერთხელაც საწოლზე და გადასხმებზე დაერთებულმა, დედიკოს გამოგზავნილი დღიური და კალამი ავიღე, რომ მისთვის დამეტოვებინა ყველა ფიქრი და განცდა… თუ აღარ ვიქნებოდი…დედა ნახავდა და ისე მოეფერებოდა, როგორც მე მის სურნელშერჩენილ ბალიშს… ვწერდი და ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვდი, დედიკოს ნახვის გარეშე არ მოვმკვდარიყავი!!!”-ეს სიტყვები იმ წერილიდანაა, რომელიც ,,ინფოტაიმს” 14 წლის ემიგრანტმა გოგონამ გამოუგზავნა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ქალბატონს,რომელმაც უგულოდ დაჭრა ყველა ემიგრანტის გული
დედა რომ პირველად იტალიაში წავიდა, მე 6-ის და ჩემი ძმა გიორგი 7 წლისანები ვიყავით…პირველად მივედი სკოლაში დედიკოს გარეშე…ყველა დედებთან ერთად, მე საყვარელმა და დედასავით ტკბილმა დეიდამ მიმიყვანა( გამიმართლა)
გადიოდნენ დღეები და დედა ყველგან მელანდებოდა….მისი სურნელი მცემდა თითქოს იმ ბალიშიდან სადაც ბოლო ღამეს სამივეს ერთად გვეძინა (მე დედა და ჩემი ძმა). რაც მეტი დრო გადიოდა ჩემი სახიდან ღიმილი ქრებოდა, ამას ამჩნევდნენ მასწავლებლები და ამას ეწირებოდა დედაჩემის ნერვები…
მოვიდა შობა,თოვლის ბაბუა საჩუქრებით,მაგრამ ყველაზე დიდი ნატვრა იმ წელს ვერ ამიხდინა…დედა ვერ მომიყვანა…ყველა საჩუქარში დედაჩემის სისათუთეს ვგრძნობდი და ვხვდებოდი მის გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდ რაღაც ნივთები იყო,რომელიც აღარ მახარებდა(ერთხელ ტელეფონზე ლაპარაკისას ისიც კი ვუთხარი,რომ აღარაფრის ყიდვას აღარ ვეტყოდი ოღონდ ჩვენს გვერდით ყოფილიყო
და ვოცნებობდი…..ვოცნებობდი,რომ ერთ დილას მაინც დედას წავეყვანე სკოლაში…ენახათ ჩემს ამხანაგებს რა ლამაზი დედიკო მყავდა…
(ქალბატონო! ძალიან ცდებით, თქვენმა უგულოდ ნასროლმა სიტყვებმა გულში დაჭრა ყველა ემიგრანტი, ალბათ ვერ გაიაზრეთ ამ სიტყვების სიმძიმე…
მძიმეა!!!
მძიმეა ჩემთვისაც…)
ერთხელაც საწოლზე და გადასხმებზე დაერთებულმა დედიკოს გამოგზავნილი დღიური და კალამი ავიღე,რომ მისთვის დამეტოვებინა ყველა ფიქრი და განცდა… თუ აღარ ვიქნებოდი…დედა ნახავდა და ისე მოეფერებოდა, როგორც მე მის სურნელშერჩენილ ბალიშს… ვწერდი და ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვდი დედიკოს ნახვის გარეშე არ მოვმკვდარიყავი!!!!
(თქვენ შეგიძლიათ გაიაზროთ რამდენი ბავშვია დღეს იგივე სიტუაციაში??? არა არ შეგიძლიათ,რადგან ემიგრანტი გმირი ქალების ღვაწლს ასე ადვილად წამოკარით ხელი და შებღალეთ!!!)
გავიდა დრო,დედაჩემის გამოგზავნილი თანხით და ღვთის წყალობით დღეს მე უკვე 14 წლის ვარ,ემიგრანტი!!!(უდედობის ჩემეულმა განცდამ იმუნიტეტი გამიქრო ყველა დაავადების მიმართ ამ ყოველივეს კი მხოლოდ ერთი მკურნალი ყავდა-დედა!!!)
ვცხოვრობთ იტალიის ერთ პატარა საკურორტო ქალაქში-პოლინიანოში მე,ჩემი ძმა გიორგი, აქ დაბადებული ეკატერინე და პატარა მართა.5 წელია ავად აღარაფრით არ გავმხდარვარ და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის!!! ჩვენ დიდებს გვენატრება საქართველო…პატარებმა არც კი იციან როგორია ის…იციან რომ შორსაა, რომ დედა და მამა ყოველ წელს გეგმავენ დასასვენებლად მონატრებულ მიწაზე ჩამოვიდეთ(საბუთები ყველას გვაქვს) ვგეგმავთ და ვოცნებობთ…ოცნება ოცნებად რჩება აქაც და მანდაც…
მე გამიმართლა,ვცხოვრობ მშობლებთან…..
რა დააშავეს სხვებმა???
ან რას აკეთებთ თქვენ???
პატივისცემით, 14 წლის ე მ ი გ რ ა ნ ტ ი !!!

წყარო: http://infotime.ge

FB კომენტარები

კომენტარი