14 წლის ბიჭი დედის თვალწინ დაიღუპა – რა მოხდა 14-სართულიანი შენობის სახურავზე (ვიდეო +18)

426
SHARE

უკრაინაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 15 წლის უკრაინელმა ბიჭმა თვითნაკეთი პარაშუტით 14 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომა სცადა. ბოგდან ფირსოვის ფრენის სანახავად უმრავი ადამიანი შეიკრიბა. მაყურებლებს შორის ბიჭის დედაც იყო, რომელიც მას გულშემატკივრობდა. მომენტს არაერთი ადამიანი ტელეფონით იღებდა.
სამწუხაროდ, პარაშუტი არ გაიხსნა და ბიჭი პირდაპირ მიწაზე დაეცა. ის ადგილზევე დაიღუპა. რამდენიმე თვითმხილველის თქმით, მის გაჩერებას არავინ ცდილობდა, ყველა იმისთვის შეიკრიბა, რომ მისი ვარდნა გადაეღოთ. სამწუხაროა, რომ ის არავინ გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ პარაშუტი გაიხსნებოდა, მაინც არ იყო საკმარისი სიმაღლე იმისთვის, რომ მისი ფრენა უსაფრთხო ყოფილიყო.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბოგდანის დედა იმდენად იყო შოკირებული, რომ მის გამოყვანას ტრაგიკული ადგილიდან დიდხანს ვერ ახერხებდნენ.
შემთხვევა უკრაინის სოფელ მაკეევკაში მოხდა, რომელიც პრორუსული ძალების მიერ არის კონტროლირებადი.

FB კომენტარები

კომენტარი