14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

64
SHARE

ვერძი
მოიკრიბეთ ძალები და გრანდიოზული წარმატებისთვის მოემზადეთ. დღეს დაწყებული საქმე მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ და პოპულარობასაც. გარშემო მყოფების, განსაკუთრებით უფროსისა და კლიენტების მიმართ მაქსიმალურად კორექტული უნდა იყოთ. საღამოს წვეულებაზე არ დააგვიანოთ.

კურო
საშუალება მოგეცემათ თავი დააღწიოთ მომაბეზრებელ სამსახურს და თავი თქვენთვის საყვარელ საქმიანობას მიუძღვნათ. კარგი დღეა იურიდიული და უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად.

ტყუპი
კარგი დღეა პრობლემების მოსაგვარებლად. დღეს სტრეოტიპების, წესების დარღვევა მოგიწევთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

კირჩხიბი
რაც უფრო მეტს იფანტაზიორებთ, მით უკეთესია თქვენთვის, – თქვენი ოცნებების ასრულების დღეა. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის წინადადებას და საბედისწერო ნიშნებს.

ლომი
საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმებები და მოლაპარაკებები ხვალ დანიშნეთ. დღევანდელი დღე ოჯახს, შვილებს დაუთმეთ.

ქალწული
თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფად იცვლება და ეცადეთ ყურადღებით იყოთ, არაფერი გამოგრჩეთ. საღამოს საყვარელი ადამიანი პაემანს დაგინიშნავთ და შეიძლება დაქორწინება შემოგთავაზოთ. კარგი დღეა სტილისტთან ვიზიტისთვის.

სასწორი
საინტერესო წინადადებეს შემოგთავაზებენ და დაუფიქრებლად უარს ნუ იტყვით. გარშემო მყოფების მხარდაჭერით ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ.

მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. მთავარია, გვერდით ერთგული პარტნიორები გყავდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ყურადღება მიაქციეთ საბედისწერო მინიშნებებს.

მშვილდოსანი
კარდინალური ცვლილებებისთვის ხართ მზად და ვერაფერი შეგაჩერებთ. გააცანით თქვენი იდეები უფროსს და მისი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. სპეციფიკური საკითხები სპეციალისტებთან განიხილეთ.

თხის რქა
მიზანდასახული და მიზანსწრაფული ხართ. იმოქმედეთ და სირთულეების ნუ შეგეშინდებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ყურადღება მიაქციეთ კოლეგების რჩევებს.

მერწყული
წარმატების მისაღწებად მეტად უნდა გააქტიურდეთ. გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს. საკუთარი იდეები თანამოაზრეებს გააცანით და დაიწყეთ მათი განხორციელება.

თევზები
სულიერ და მატერიალ ღირებულებებს შორის “ოქროს შუალედი” უნდა დაიცვათ. ფინანსების გამო სულიერ განვითარებაზე უარს ნუ იტყვით. დღევანდელი დღე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება ცხოვრებისეული შეხედულება კარდინალურად შეგეცვალოთ.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი