14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

72
SHARE

ვერძი
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნებისმიერ წამოწყებაში ერთგული მეგობრების მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ. ზოგიერთი საინტერესო და უჩვეულო შემოთავზებებს მიიღებს.

კურო
სხვა დღისთვის გადადეთ სამსახურის საქმეები და დღეს დაისვენეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება ლატარეაშიც მოიგოთ. კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. მოსალოდნელია ახალი გატაცება, ფლირტი.

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით, პირად ცხოვრებაშიც გაგიმართლებთ და სამსახურის საქმეებშიც. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებულ პროექტებს. საღამოს, ბავშვებთან ერთად, კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება.

ლომი
გავლენიანი მეგობრების დახმარებით

სარისკო პროექტების განხორციელებასაც კი შეძლებთ. პარალელურად, – პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასაც. ხვალისთვის დასვენება, ექსკურსია ან კულტურული ღონისძიება დაგეგმეთ.

ქალწული
თქვენი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდება. ყური დაუგდეთ ახლობელი ადამიანების რეკომენდაციებს. კარგი დღეა ძველი პროექტების განსახილველად, ადრე ჩანიშნული იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
დღეს რა საქმესაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერში ხელი მოგემართებთა. მთვარია, არ იზარმაცოთ და ყურადღებით იმოქმედოთ. არ გაუშვათ ასეთი შანსი ხელიდან.

მორიელი
წარსულში განხორციელებული წარმატებული პროექტების გამო დღეს სათანადოდ დაჯილდოვდებით. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. საღამოს შინ ნუ გაჩერდებით, საინტერესო ადამიანების თავშეყრის ადგილას შეიძლება თქვენს მეორე ნახევარს შეხვდეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და დასვენებისთვის. წარმატება თქვენს მხარესაა, მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები. დღეს საკუთარ თავს შეგიძლიათ ყველაფრის უფლება მისცეთ.

თხის რქა
მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. დღეს გარშემო მყოფებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის უნდა იმუშაოთ. დღევანდელი შრომა მომავალში აუცილებლად დაგიფასდებათ.

მერწყული
დღეს საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. ზოგიერთი დიდი ხნის ნანატრი იდეების განხორციელებას შეძლებს. არ დასჯერდეთ მიღწეულს, გააზრებული ნაბიჯებით უნდა მიუახლოვდეთ მიზანს.

თევზები
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.საღამოს  საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. იყავით მის მიმართ მეტად მზრუნველი და ყურადღებიანი.

FB კომენტარები

კომენტარი