14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

595
SHARE

ვერძი

თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება, რადგან მტრობისა და კონფრონტაციის პერიოდში შეხვედით. ახლა სიამაყემ და დამოუკიდებლად მოქმედებამ შეიძლება, პრობლემები შეგიქმნათ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ურთიერთობებში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კურო

სავარაუდოდ, არსებობს თქვენზე განაწყენებული ადამიანი, რომელიც შურისძიებას გეგმავს. ის აპირებს, თქვენი რეპუტაციის შელახვის მიზნით, თქვენი საიდუმლო ან სამომავლო გეგმები გაახმოვანოს. საეჭვოა, რომ ამის თავიდან აცილება შეძლოთ, ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, მომხდარს ყურადღება არ მიაქციოთ და მშვიდად ცხოვრება გააგრძელოთ.

ტყუპები

ეს დღე დაუვიწყარ ბედნიერებას, სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგიტანთ, რადგან თქვენ გვერდით სასურველი და საყვარელი ადამიანი იქნება. გირჩევთ, პაუზა გააკეთოთ, რათა ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი აწონ-დაწონოთ. სავარაუდოდ, ინტუიცია არც ამჯერად გიღალატებთ.

კირჩხიბი

ამჟამად, ვაჭრობის, მოგებისა და სიმდიდრის ღმერთი მერკური გიფარავთ, ამიტომ დროა, ვაჭრობა ისწავლოთ. ახალ წელს ეს თემა თქვენთვის ძალიან აქტუალური იქნება.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი სამსახურებრივი ავტორიტეტი შეილახოს, ამიტომ თქვენი პოზიციის იგნორირებაზე მტკივნეული რეაქცია გექნებათ. მივლინებაც წარუმატებელი იქნება და სიყვარულშიც იმედგაცრუება გელით. მაგრამ, ნუ გაჯიუტდებით და მშვიდად დაელოდეთ სიტუაციის შეცვლას. მკურნალობის მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარებისგან თავი შეიკავეთ.

ქალწული

ამ დღეს წარმატება ყველა მხრიდან თქვენკენ მოდის, ამიტომ შიშისა და რისკის შესახებ დაივიწყეთ და თამამად, მაგრამ გონივრულად იმოქმედეთ.

სასწორი

ეს დღე პროვოკაციებთან, სიმკაცრესთან და უხეშობასთან ასოცირდება. მოახდინეთ კონცენტრირება მთავარ მიზანზე, მიიღეთ გადაწყვეტილებები და იმოქმედეთ გონივრულად. მთავარია, არავის მოახვიოთ თავს თქვენი პრობლემები და არ გქონდეთ სხვების იმედი.

მორიელი

ეს დღე შესანიშნავი პერიოდია მატერიალურ სფეროში. თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. სასიყვარულო შეხვედრები და მეგობრებთან ურთიერთობაც შესანიშნავად ჩაივლის. არ გადადოთ ვიზიტი ბანკში და სხვა ფინანსურ ორგანოებში. იყავით ლმობიერი ბავშვებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსანი

თავდაჯერებულობა და ილუზიები ცუდ სამსახურს გაგიწევთ. ერთობლივი ძალისხმევით და კოლექტიური მუშაობით კი სასურველ მიზანს მარტივად მიაღწევთ.

თხის რქა

ამ დღეს წარმატებას მიაღწევენ ის თხის რქები, რომელთა საქმიანობა პოლიტიკას, ადმინისტრაციულ საქმეებს, ქველმოქმედებასა და სოციალური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. თუმცა, ამისთვის უარი უნდა თქვათ ეგოიზმზე, მზაკვრულ მიზნებსა და კონკურენტებთან მკაცრ ურთიერთობაზე.

მერწყული

არ გამოირიცხება, რომ ამ დღეს თქვენს რეალურ რჩეულს შეხვდეთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას. დაელოდეთ დღის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავისთავად ნათელი გახდება, თანაც ამ პერიოდში მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდება.

თევზები

ამ დღეს ნეგატიური ხასიათის მოულოდნელობა გელოდებათ. ამაში არცთუ მცირე როლს შეასრულებს არაორგანიზებულობა და ცუდი დისციპლინა. მოერიდეთ ნაჩქარევ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ნუ აჰყვებით დესტრუქციულ ადამიანებს.

FB კომენტარები

კომენტარი