14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

869
SHARE

ვერძი
ეს დღე ეჭვების დაძლევას, ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებას განასახიერებს. მზად იყავით უფროსისა და კოლეგების მტრული დამოკიდებულებისთვის. უსიამოვნო შეტყობინება საქმეებში დისონანსს შეიტანს. მგზავრობა უშედეგო აღმოჩნდება.

კურო
თქვენი მატერიალური მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. სასწორის პინა შეიძლება ნებისმიერ მხარეს გადაიხაროს. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი, თუმცა არც მოულოდნელი შემოსავალია გამორიცხული. ნუ გარისკავთ და ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, რადგან იმედგაცრუება გელით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპები
ეს დღე ზნეობრივ სიწმინდეს, ეჭვების დაძლევას და სულიერ გარდასახვას განასახიერებს. სახელოვნებო პროფესიის ტყუპებს წარმატება ელით. თავს საუკეთესოდ წარმოაჩენთ, თუმცა მატერიალური კეთილდღეობის მხრივ, მდგომარეობა უცვლელია. მოსალოდნელია როგორც დაუგეგმავი ხარჯი, ისე უეცარი შემოსავალი. ნუ გარისკავთ.

კირჩხიბი
დაივიწყეთ ეჭვები და მეტი ნდობით განეწყვეთ ადამიანების მიმართ. იყავით ბუნებრივი, მაგრამ საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ. გახსოვდეთ, თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. სიყვარულშიც და ნებისმიერ საქმეშიც პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ. ის ყველაზე შეუმცდარია.

ლომი
მამაკაც ლომებს მშვენიერ სქესთან ურთიერთობა თავდაჯერებულობას მოუტანს და დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან გაათავისუფლებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. ლომ ქალებს ცვლილებები ელით, რაც წარმატების შანსს გაზრდის და მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ქალწული
ეს დღე ზნეობრივ სიწმინდეს, ეჭვების დაძლევასა და სულიერ გარდაქმნას განასახიერებს. ფრთხილი და მომჭირნე ქალწულები დიდსულოვნები და გულუხვები იქნებიან. მშვენიერი პირობები გაქვთ ნაყოფიერი მუშაობისთვის, განსაკუთრებით, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში. კომერციულ გარიგებებში წარმატება გელით.

სასწორი
ამ დღეს სასწორების სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები იზრდება. შანსი გაქვთ, რომ წარსულის გამოცდილება კარგად შეაფასოთ და მომავლის წარმატებული გეგმები დასახოთ. სიყვარულშიც და ნებისმიერ საქმეშიც პირველ შთაბეჭდილებას უნდა ენდოთ. ის არასოდეს გიღალატებთ.

მორიელი
ამ დღეს პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით – არასტაბილური კავშირი დასრულდება. ზოგიერთი მორიელი პარტნიორით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით, თუ მის უზარმაზარ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. შესაძლოა, საკუთარ ბედს შეხვდეთ.

მშვილდოსანი
თქვენი მონდომება, შრომისმოყვარეობა და საქმის ერთგულება მშვენიერ შედეგს გამოიღებს. გაზრდილი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი თვითგამოხატვაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სერიოზული გართულებები გელით. თავისუფლების დაუძლეველი სურვილი (მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც) შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი გახდეს.

თხის რქა
ამ დღეს ნოსტალგიური განწყობა მოგეძალებათ. რატომღაც, ძალიან მოგინდებათ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გაწყვეტილი ურთიერთობების განახლება. გამორიცხული არაა, რომ ფიქრებით ღრუბლებში დაფრინავთ. აკონტროლეთ საკუთარი მოქმედებები და ერიდეთ გაუაზრებელ რისკს.

მერწყული
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი არიან. განსაკუთრებული წარმატება ელით შემოქმედებითი და აღმზრდელობითი პროფესიების წარმომადგენლებს. გულუხვად გაუზიარეთ სულის სითბო გარშემომყოფ ადამიანებს. საზოგადოებაში თქვენი გამოჩენა სიამოვნებისა და სიმშვიდის მომგვრელია. ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევს.

თევზები
შესანიშნავი დღეა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან და მხოლოდ გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. ეცადეთ, საქმეში პრინციპულობა და თანმიმდევრულობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს ავტორიტეტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. თუ გსურთ, რომ ნაკლები სისულელე აკეთოთ, მოუსმინეთ მეგობრებს და მიიღეთ მათი დახმარება. მოსალოდნელია ნეგატიური ემოციები და ნერვული სტრესი.

FB კომენტარები

კომენტარი