14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

57
SHARE

ვერძი
წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. არ ააჩქაროთ მოვლენები, მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს.

კურო
სასიამოვნო სიახლე თქვენც გაგახარებთ და თქვენი ოჯახის წევრებსაც. არ დაგეგმოთ შეხვედრები, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები.

ტყუპი
უსიამოვნო საუბარს ვერსად გაექცევით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. მათთან ერთად ითამაშეთ ან წიგნი წაუკითხეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სამუშაოს შესასრულებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

ლომი
მოსალოდნელია ხარჯი. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, სამემკვიდრეო საკითხების განხილვა, მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან; დაეხმარეთ მათ რჩევით, მატერიალურად.

ქალწული
ენერგიული ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და კუჭს. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

სასწორი
ახლობელი ადამიანის გამო ნერვიულობა და დარდი მოგელით. ზოგიერთს ვალის, კრედიტის გადახდას მოსთხოვენ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მორიელი
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას; კონფლიქტს კოლეგებთან და ნათესავებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
მაქსიმალურად დაკვირვებული და მობილიზებული უნდა იყოთ. კარგი დღეა ან ახალ სამსახურში გადასასვლელად, ან ახალ პროექტზე მუშაობის დასაწყებად. საღამოს მეგობრებთან ერთად კინოსეანსს ან სპექტაკლს დაესწარით.

თხის რქა
მოსალოდნელია ცვლილებები, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და საოჯახო საქმეების მოგვარებას.

მერწყული
ორგანიზებული, მიზანსწრაფული და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ რთული საკითხების მოგვარება. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. აი, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარჩევა კი კარგია.

თევზები
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და მაქსიმალურად მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყოთ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი