ფოტოგრაფი სერგო ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში 80-იანი წლების აფხაზეთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
“ახლა შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ჩემს ფოტოს – გადაღებული 80-იან წლებში აფხაზეთში. ჩემი ფოტონარკვევის გმირი იყო 137 წლის ხფაფ ლაზურია და მისი 95 წლის შვილი ძუკური ლაზურია. მაშინ ბევრი ოჯახის წევრები 100 წელს გადაცილებულები იყვნენ (ახლა არ ვიცი). უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი თან, 16 წლიდან ვეწევიო. ვოტ ტაკ. აი ეგრე სეირნობდნენ დადა-შვილი. ისე იაპონელებმა ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს. 95 წლის ძუკური ლაზურიაზე (მაშინ იაპონელები იყვნენ დაინტერესებულნი აფხაზი “დოლგოჟიტელებით”) შეყვარებული ქალბატონი მიუჩინეს, რომელიც ერთი თვის მანძილზე სუპერ სუპერს გაიძახოდა. ეს უკვე ხდებოდა სასტუმრო “სოხუმში”. – წერს ფოტოგრაფი.
სხვა სიახლეები