13-14 აპრილის დადებითი ასპექტები – ასტროლოგის პროგნოზი

13-14 აპრილს მზე ვერძში, ხოლო მთვარე კუროს ზოდიაქოში იქნება განთავსებული, რაც პოზიტიურად აისახება ადამიანებზე. ამის შესახებ ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა პოსტი გამოაქვეყნა:
“13-14 აპრილი საკმაოდ პოზიტიური დღეებია.
ამ დღეებში მზე – ვერძის, ხოლო მთვარე კი კუროს ზოდიაქოში იქნება განთავსებული.
ეს ორივე პოზიცია ვერძი – მზისთვის, ხოლო კურო – მთვარისთვის ეგზალტაციის ნიშნებია.
ეგზალტაციას ძველქართულ ასტროლოგიაში ამაღლება ეწოდება, რაც ნიშნავს მზის, მთვარის თუ რომელიმე პლანეტის ძლიერად, ინტენსიურად გამოვლენას.
მზე – ეს არის ეს შინაგანი არსი, „მე“, რეალიზაცია, ხოლო მთვარე – ემოცია, ქვეცნობიერი.
აქედან გამომდინარე, ეს დღეები სასიკეთო იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, საკუთარი მიზნების გადახედვისთვის და მათში ცვლილების შეტანისთვის, „მე“-ს გაძლიერებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის, საკუთარ თავზე (შინაგანი – ფსიქოლოგიური, ეზოთერული) მუშაობისთვის, პრობლემის გაცნობიერებისთვის, კრიზისის მოგვარების დაწყებისთვის, კომპლექსების აღმოფხვრისთვის, ემოციური განტვირთვისთვის, შიშის გადალახვისთვის, წარსულის ანალიზისთვის, მომავლის დაგეგმისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.”-წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები