13 წლის ნადია სპარკსს, უცნაური ჩვევის გამო, აბულინგებდნენ და “ნაგვის გოგოს” ეძახდნენ.
ჰელესდონში, ინგლისში მცხოვრები გოგონა სკოლისკენ მიმავალ გზაზე დაყრილ ნაგავს აგროვებს და ურნაში ათავსებს, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.
12 აპრილს სპარკსს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ Points of Light-ის ჯილდო გადასცა.
“Points of Light-ის ჯილდო მას გადაეცემა, ვინც მათ საზოგადოებაში ცვლილებას ახდენს”, – განმარტავს მინისტრის ოფისი. ჯილდო ყოველ კვირას მოხალისეებს გადაეცემათ.