“13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, 12 აპრილს, 18:44 საათზე არის პიკი, მაქსიმალურად ილოცეთ, იოცნებეთ, გინდათ ჩაუთქვით საკუთარ თავს, რა გინდათ რომ მოხდეს”

13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი – გამარჯვების მმართველი პლანეტა ხვდება თევზების ზოდიაქოში ზუსტად გრადუს-გრადუსში ნეფტუნს, ნეფტუნია უმაღლესი სიყვარულის, უმაღლესი შემოქმედების, რელიგიის, ჩვენი ოცნებების მმართველი პლანეტა. ასეთი შემთხვევა იშვიათია. გეუბნებით, 13 უნდა ველოდოთ, შემდეგი შეხვედრა იქნება ვერძში, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დღეები ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ, რადგან წნევების ცვალებადობამ შეიძლება იჩინოს თავი.

„მიმდინარე კვირის პირველი ნახევარი კარგია, მეორე ნახევარი კი, 14 რიცხვის საღამოდან კვირის ბოლომდე უფრო რთულია. გეომაგნიტური სამი დღე გვაქვს: ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი და ეს დღეები ცოტა ფრთხილად გავიაროთ, რადგან წნევის ცვალებადობამ შესაძლოა იჩინოს თავი და მივაქციოთ მას ყურადღება. შეძლებისდაგვარად დავისვენოთ ამ დღეებში და აუცილებლობის შემთხვევაში წამლებიც გამოვიყენოთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი, ეს სამი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი – გამარჯვების მმართველი პლანეტა ხვდება თევზების ზოდიაქოში ზუსტად გრადუს-გრადუსში ნეფტუნს, ნეფტუნია უმაღლესი სიყვარულის, უმაღლესი შემოქმედების, რელიგიის, ჩვენი ოცნებების მმართველი პლანეტა. ასეთი შემთხვევა იშვიათია. გეუბნებით, 13 უნდა ველოდოთ, შემდეგი შეხვედრა იქნება ვერძში.

12 აპრილს, 18:44 წუთზე არის პიკი. გრადუს-გრადუსში ხვდებიან ერთმანეთს და ამიტომ ეს დღეები, დღეს და ხვალ მაქსიმალურად ილოცეთ, იოცნებეთ, გინდ ჩამოწერეთ, გინდ ისე ჩაუთქვით საკუთარ თავს, რა გინდათ რომ მოხდეს. ეს არის საუკეთესო პერიოდი შემოქმედებისათვის, აქ შეიძლება შედევრები შეიქმნას.

ეს საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს მნიშვნელოვან სიყვარულს შეუწყობს. ყველა სახის პერსპექტივებისთვის ძალიან კარგია. შეიძლება, იურიდიული საკითხებიც განიხილონ და წარმატებითაც წარიმართოს“, – განაცხადა ასტროლოგმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები