13 ნოემბერს ახალმთვარეობაა. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური პროგნოზს აქვეყნებს:
“13 ნოემბერს, თბილისის დროით, 13:28 საათზე ახალმთვარეობა იქნება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად და ძლიერად გამოვლინდება.
ბუნებრივია, პირველ რიგში გააქტიურდება მორიელის ნიშნის ხასიათის თვისებებს: გამბედაობას, მაქსიმალიზმს, ინტუიციურობას გულწრფელობას, ემოციურობას, კონცენტრირებულობას, მიზანსწრაფვას, ტემპერამენტიანობას, სექსუალურობას, დამოუკიდებლობას, გამჭრიახობას, სიმტკიცეს, გაბედულებას, პასუხისმგებლიანობასა და მოთმინების დიდი უნარს.
>> ეს ახალმთვარეობა მორიელის 21-ე გრადუსში იქნება, რომელიც უკავშირდება ღიაობას, გულწრფელობას, ასევე სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და რთული საკითხების სწრაფად გადაჭრის უნარს. გარდა ამისა, ეს გრადუსი ასევე უკავშირდება სამართლიანობას, ჰორიზონტის გაშლა-გაფართოვებას და ავანტიურიზმს.
აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აქამდე დამალული ბევრი მოვლენა ღია გახდება და გამოაშკარავდება. ის ფარული ინფორმაცია თუ გეგმა, რომელიც
აქამდე არ ჩანდა, თითქოს ზედაპირზე ამოვა და შესამჩნევი გახდება.
რაც შეეხება თვითონ ახალმთვარეობის ჰოროსკოპს. ის საკმაოდ რთულია და ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს შექმნის. რაზეც პრინციპში, ჩემს ბოლო პროგნოზებშიც ვწერდი.
>> ახალმთვარეობის ჰოროსკოპში ჩვენ მზე-მთვარესთან შეერთებაში ვხედავთ ენერგიის, ბრძოლის, აგრესიის პლანეტა მარსს და ეს სტელიუმი [ჰოროსკოპში სამი ან მეტი პლანეტის შეერთება] განთავსებულია ემოციურ და ბრძოლისუნარიან მორიელის ნიშანში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამ ჰოროსკოპის ძირითადი „დრაივერი“ არის ამ სტელიუმის დაპირისპირება თავისუფლების, ცვლილებების, მოულოდნელობის, ანარქიისა და რევოლუციის პლანეტა ურანთან.
ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ 13 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში შენარჩუნდება ეს აგრესიული ფონი, რომელმაც მოსალოდნელია სათავე დაუდოს მთელ რიგ ცვლილებებს როგორც ინდივიდუალურ, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკურ დონეზე.
მარსი-ურანის ოპოზიცია მიანიშნებს, რომ მსოფლიოში არსებული „ცხელი წერტილები“ თუ არ გამრავლდება, არაფრით არ შემცირდება. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, ვიხილოთ ახალი შეიარაღებული შეტაკებები, ტერაქტები ან უკვე არსებულ შეიარაღებულ შეტაკებებსა და ბრძოლებში ახალი ტალღა, ახალი სერია. არც ის გამოირიცხება, რომ ამ ყველაფერს მოულოდნელი სახე ჰქონდეს. ყველაფერი მოხდეს ძალიან სწრაფად, მოულოდნელად და თითქოს ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.
>> ინდივიდუალური კუთხით, ეს ერთთვიანი პერიოდი სასიკეთო იქნება აქტიური, მიზანსწრაფული, თავდაჯერებული ადამიანებისთვის. ისინი იგრძნობენ შინაგან მოტივაციას და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს იოლად გაართმევენ თავს. თუმცა ინდივიდუალურ დონეზეც გაძლიერდება კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა. ამას გაანეიტრალებს ურთიერთობებში მოთმინება, წინდახედულება, დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა.
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
* ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მორიელის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი ენერგიული პერიოდი, რომელიც მოიტანს ახალ ტალღას, ახალ იმპულსებს, ახალ აღმაფრენას;
* ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – კირჩხიბებისთვის და თევზებისთვის. უახლოესი ერთთვიანი პერიოდი მათ მოუტანთ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტიულ განვითარებას, თუმცა მათი მხრიდან საჭირო იქნება აქტიურობა და კონკრეტული გეგმით მოქმედება;
მოუწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საჭირო დროს რისკზე წასვლაც.
* ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შანსების პერიოდი გახდება. თუმცა ამ ადამიანებს მოუწევთ შექმნილი სიტუაციის სწორად ანალიზი და პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან თანამშრომლობა, რათა წარმატებას მიაღწიონ;
* რაც შეეხება კუროს. მათ მოუწევთ წარსულის გადახედვა და გარკვეული დასკვნების გამოტანა. გაჩნდება დაპირისპირებების ალბათობა, რასაც ამ ადამიანებმა თავი მაქსიმალურად უნდა აარიდონ, რადგან კონფლიქტები მათ გვარიანად დააზარალებთ. სიფრთხილითა და სწორი რეაქციებით, ბევრად წინ წავლენ და შესაძლო გართულებებს თავს აარიდებენ;
* სუსტად დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვისა და მერწყულებისთვის. მათ უნდა შეძლონ საკუთარი დრო, ენერგია და ფული პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართონ. აკეთონ მნიშვნელოვანი და საკუთარ რესურსებს გაუფრთხილდნენ;
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ამ ადამიანს მოუწევთ საკუთარი ხასიათის ნეგატიური თვისებების მართვა, რათა უნებლიედ კრიზისულ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. საჭირო იქნება იმ არასაჭირო ინფორმაციის და კავშირების შეზღუდვა, რომელიც კონცენტრაციის დაკარგვასა და გაღიზიანებას იწვევს.” – წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები