ვერძი
საოჯახო საქმეებსაც მოაგვარებთ, იდეების განხორციელებასაც შეძლებთ და მეგობრებთან ერთად გართობასაც მოასწრებთ. თქვენი სასიყვარულო პარტნიორი გაოცებული თქვენი ენერგიულობით, საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.
კურო
დღეს ბევრჯერ გაგიმართლებთ, საინტერესო სიტუაციებში აღმოჩნდებით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში მოთმინება გმართებთ, პარტნიორს ჭირვეულობა უნდა აპატიოთ.
ტყუპი
მოგზაურობისა და თვალსაწიერის გაფართოების დღეა. მეგობრებს შეხვდით, იმხიარულეთ, ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და პიკნიკი მოაწყვეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა შოპინგისთვის. მართალია, ფულის ხარჯვა მოგიწევთ, მაგრამ ოჯახის წევრებსაც გაახარებთ საყიდლებით. საღამოს ახლობლებს ესტუმრეთ, მხიარულება გელით.
ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. თქვენი მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ უფროსი ასაკის ნათესავებს. საღამოს პატარებს ოჯახური დღესასწაული მოწყვეთ, ტკბილეულით გაანებივრეთ.
ქალწული
გადადეთ გვერდზე სამსახურის საქმეები და გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. იყავით ნაზი, მოსიყვარულე და გულწრფელი მის მიმართ, ფანტაზია “ჩართეთ” და გაანებივრეთ კომპლიმენტებით, სიურპრიზებით, საჩუქრით.
სასწორი
ვარსკვლავები გახსენებენ, რომ მხოლოდ საოჯახო საქმეები არ უნდა აკეთოთ უქმეებზე. განახორციელეთ იდეები, იმხიარულეთ მეგობრებთან ერთად. მთავარია, არ ჩართოთ კომპიუტერი და ტელევიზორი.
მორიელი
საინტერესო და წარმატებული დღე გელით. მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაული, დაპატიჟეთ მეგობრები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, მათი შესაძლებლობები გაგაოცებთ.
მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრების, ნაცნობობის დღეა. დღეს გააცნობიერებთ, რომ ყოფილ შეყვარებულს არ დავიწყებიხართ. კარგი დღეა სასიყვარულო აღიარებისა და რომანტიკისთვის.
თხის რქა
ფორტუნა თქვენ მხარესაა. იყავით მეტად გახსნილი, განსაკუთრებით, ახლობლების მიმართ. საყვარელი ადამიანი საჩუქრებით და სიურპრიზით გაანებივრეთ.
მერწყული
ენერგიული ხართ და მიზანსწრაფული, ზოგიერთი რემონტის დაწყებას გადაწყვეტს, ზოგი – ინტერიერის შეცვლას. თუმცა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მარტო ნუ შეეჭიდებით მძიმე ავეჯს.
თევზები
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, მხიარულებისთვის. დააკვირდით მოვლენებს, დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. საყვარელი ადამიანი სიყვარულით აგავსებთ.