13 მარტს ძილის დღე მსოფლიო დღე (World Sleep Day) აღინიშნება. პირველად ძილის მსოფლიო დღე 2008 წლის 14 მარტს აღინიშნა და მას შემდეგ ძილისა და ჯანმრთელობის პრობლემების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად ტარდება მარტის მეორე სრული კვირის პარასკევს.
ძილი ორგანიზმის არსებობის განსაკუთრებული, რთული ფორმაა. ამ დროს ორგანიზმი აღიდგენს დღის განმავლობაში დახარჯულ ძალებს.
ძილის მსოფლიო დღეს აქტიურდება სოციალური რეკლამა, ეწყობა ძილსა და მის მოშლილობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონფერენციები და სიმპოზიუმები.
დაბალანსებული კვება, დღის რეჟიმის სწორი ორგანიზება, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად.
საშუალოდ, თითოეული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. ძილის დროს აღინიშნება ტვინის მინიმალური აქტივობის დონე და რეაქციების დაქვეითება. დამტკიცებულია, რომ ხშირი გამოუძინებლობა ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხზე: იკარგება იუმორის გრძნობა, ადგილი აქვს გაღიზიანებადობას, ჩაკეტილობას, ერთსა და იმავე პრობლემებზე ჩაციკვლას.
ძილის სულ რაღაც 4 საათის დანაკლისი 45%-ით აქვეითებს რეაქციას, უარესდება მეხსიერება, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გამწვავება. გამოუძინებლობა არა მარტო შრომის უნარს აქვეითებს, არამედ ნერვულ მოშლილობებსაც იწვევს. ძილი ეხმარება ტვინს “ზედმეტის მოშორებაში”.
იმისათვის რომ კარგად გამოვიძინოთ, რამოდენიმე მარტივი წესი უნდა გავითვალისწინოთ: ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი პროდუქტები, რაც ნეგატიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ძილის ხარსხზე უარყოფითად მოქმედებს მშიერი ან მაძღარი დაძინება. სასურველია დაძინებამდე 4 საათით ადრე ვახშმობა.
ბევრი ძილი უძილობაზე არანაკლებ მავნებელია. მეცნიერების აზრით, ძილის იდეალური ხანგრძლივობა დღე-ღამეში 7-8 საათია. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ქალებს, მათი ემოციურობის გამო, ერთი საათით მეტი ძილი სჭირდებათ. ბავშვის ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა არა ნაკლებ 10 საათი ძილის. სრულფასოვან ძილს შეუძლია შეამციროს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინება.
საინტერესოა ის, რომ ფინეთში პოპულარულია დღესასწაული – ძილისგუდას დღე.
Prev Post
სხვა სიახლეები