13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნაკლები დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს და მეტი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. რჩევისთვის მიმართეთ გამოცდილ მეგობრებს. საყვარელ ადამიანთან იყავით გულწრფელი.

კურო
წარმატებული დღე გელით. მთავარია, საიდუმლო ყველას არ გაუმხილოთ. მხოლოდ საყვარელ ადამიანს. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად ჩაერთეთ გუნდურ თამაშებში.

კირჩხიბი
შეამცირეთ კონტაქტები. მხოლოდ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს შეეხმიანეთ. საღამოს რომანტიკისთვის გამონახეთ დრო.

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თვითრეკლამასაც მიმართეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

ქალწული
კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან მეგობრულ გარემოში სამომავლო იდეების განსახილველად. ყველა სფეროში წარმატება გელით. გჯეროდეთ საკუთარი თავის!

სასწორი
გირჩევთ, დღევანდელი დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ.

მორიელი
აკონტროლეთ ემოციები. საყვარელი ადამიანი ეცდება განწყობა გაგიუმჯობესოთ. მეგობრები ბუნებაში გასეირნებას და პიკნიკის მოწყობას შემოგთავაზებენ.

მშვილდოსანი
დღეს დასვენება და მხიარულება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, შოპინგისთვის.

თხის რქა
ნათესავები აიყოლიეთ და საოჯახო საქმეების მოგვარებას შეუდექით. შეგიძლიათ დიზაინერის ნიჭიც გამოავლინოთ. იყავით დიპლომატიური.

მერწყული
იყავით მაქსიმალურად კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს გართობა და თავგადასავლები მოგინდებათ.

თევზები
მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ზომიერება დაიცავით ყველაფერში, ნათესავებთან ურთიერთობის დროსაც კი.

კომენტარები

სხვა სიახლეები