13 ივნისსაც შეიძლებოდა ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულებულიყო – მაია დარსმელიძე

მომღერალი  მაია დარსმელიძე გუდაურში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ყველაფერი ვითომ ბზინავს და ბრწყინავს… პირველ პრობლემამდე… (( 13 ივნისსაც შეიძლებოდა ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულებულიყო. პრობლემის პრევენციაზე საუბარიც ზედმეტია, და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქმედება და დროული, ადეკვატური რეაგირება საერთოდ არ ვიცით რა ხილია. და ვიწვევთ ტურისტებს, რომლებიც აქედან სასწაულით გადარჩენილები სახლში ჩავლენ და ყველას მოუყვებიან, რომ მხოლოდ მძაფრი ექსტრიმის მოყვარულთათვის გამოდგება ეს სიურპრიზებით აღსავსე, გაუმართავი, მაგრამ რატომღაც მაინც ძაან სტუმართმოყვარე ქვეყანა…
კარგია, რომ ამჯერად მაინც უმსხვერპლოდ დასრულდა”. – წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები