13 ივნისს, თბილისში, სტიქიის დროს გადარჩენილმა თეა კალუჟინმა დღეს ბიჭი გააჩინა.
ბოლო თვის განმავლობაში უსახლკაროდ დარჩენილი ორსულის პატრონაჟი უსასყიდლოდ “იმედის” კლინიკამ განახორციელა.
ახალშობილი 3 კილოგრამსა და 500 გრამს იწონის და თავს კარგად გრძნობს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია წყნეთის ხევის დაზარალებულ ოჯახს ბავშვის მოსავლელად პირველადი მოხმარების ნივთებითაც უზრუნველყოფს.
Next Post
სხვა სიახლეები