13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის. საღამოს მეგობრები მიიპატიჟეთ შინ ან საყვარელ კაფეს ეწვიეთ.

კურო
დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. სამსახურის შემდეგ სუფთ ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
დილიდან დანიშნეთ საქმიან პარტნიორებთან და კლიენტებთან შეხვედრა. მეტად გაბედულად იმოქმედეთ, წარმატება თქვენ მხარეზეა. საღამო საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
ახალი საქმიანობის დაწყების, გართობის, სწავლის დღეა. რთულ საკითხებში გასარკვევად კოლეგებს, მეგობრებს მიმართეთ. ზოგიერთს ცხენოსნობა, პარაშუტიდან ხტომა გაიტაცებს.

ლომი
საუკეთესო განწყობაზე გაგეღვიძებათ. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები,
დაიწყეთ ახალი საქმეები. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

ქალწული
კარგი დღეა პრეზენტაციის მოსაწყობად. საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, საღამო მეგობრებთან ერთად სკვერში გაისეირნეთ.

სასწორი
მთელ დროსა და ენერგიას სამუშაოს ნუ დაითმობთ, მოიტოვეთ გართობისთვისაც. თუ არ იცით რითი დაკავდეთ, გაისეირნეთ უახლოეს მაღაზიაში, შეიძინეთ საზაფხულო სამოსი, კაფეში კი რომანტიკული ნაცნობობაა მოსალოდნელი.

მორიელი
სამსახურის საქმეებს რომ მორჩებით, დრო საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას, ვარჯიშს დაუთმეთ. რომ არ მოიწყინოთ, საყვარელი ადამიანიც გაიყოლეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანის დაწყება. საღამოს, დაძაბულობის მოსახსნელად, არომატული აბაზანა მიიღეთ.

თხის რქა
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. შეყვარებულთან ერთად ქორწინება დაგეგმეთ.

მერწყული
შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. შინ გადაუდებელი საოჯახო საქმეები გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები
კარგი დღეა როგორც გონებრივი სამუშაოსთვის, ასევე ფიზიკური აქტიურობისთვის. იყავით ყურადღებით, უამრავი გადაუდებელი საქმე გექნებათ შესასრულებელი, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო ქიმიასთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები