ვერძი
კარგი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. არ ეკამათოთ გარშემო მყოფებს და არც განაწყენდეთ მათზე.
კურო
რომანტიკული თავგადასავლები გელით. შესაძლოა, მოგზაურობის დაწყებამ, მგზავრობამ მოგიწიოთ.
ტყუპი
ავანტიურა და თავგადასავლები გაგიტაცებთ. ნიჭიერი ხართ და არც საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ.
კირჩხიბი
დიდ დროს წაგართმევთ ნათესავებთან საქმეების მოგვარება. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ოჯახური პრობლემების განხილვას.
ლომი
დაუგეგმავი შეხვედრები, მგზავრობა და დანახარჯი დასვენებისა და მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. ფრხილად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
ქალწული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
სასწორი
დილიდან დაიმუხტეთ დადებითი ემოციებითა და ენერგიით. შეასრულეთ სასიამოვნო საქმიანობა.
მორიელი
დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილებისა და მეუღლის მიმართ.
მშვილდოსანი
დღეს შეიძლება უამრავმა ადამიანმა მოგმართოთ დახმარებისთვის, მაგრამ ნურც საკუთარ საქმეებსა და ვალდებულებებს დაივიწყებთ.
თხის რქა
თავგადასავლების დღეა. ზოგი რომანტიკული განწყობაზეა და დაქორწინებას გადაწყვეტს. თუმცა, დაფიქრება და სიტუაციის გააანალიზება არ გაწყენდათ.
მერწყული
შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა მოგზაურობა, შვებულების ერთად გატარება შემოგთავაზოთ. თანაც, თქვენს საოცნებო ქვეყანაში. მარტოხელებს კი საინტერესო ნაცნობობა ელით.
თევზები
დღეს გარშემო მყოფების დამხმარე და მშველელი იქნებით. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან და არც პრობლემების მოგვარება გაგიჭირდებათ.
წყარო: www.astrologi.ge